x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პირამიდა – ლემურიელების ტექნოლოგიური მოწყობილობა იყო, პირამიდების ასაკი უკვე ცნობილია

უძველეს დროში პირამიდებს სხვადასხვა კონტინენტზე აგებდნენ და ეს კულტურულ–ისტორიული ძეგლები, დღეს მკვლევარებში უამრავ კითხვას იწვევს. არსებობს ვერსია, რომ ისინი ეგვიპტელებმა და ინდიელებმა კი არა, დედამიწაზე მცხოვრებმა, უფრო ძველმა ცივილიზაციებმა – ლემურიელებმა, ან ატლანტებმა ააშენეს. რატომ მათ?

საქმე დათარიღებაშია. გრემ ჰენკოკმა (Graham Hancock – მეცნიერი, ჟურნალისტი და არაერთი სამეცნიერო წიგნის ავტორი) თავის თანამოაზრეებთან ერთად, გააანალიზა ეგვიპტის პირამიდების ეროზია და გაარკვია, რომ ამ ნაგებობების ასაკი, 14-16 ათას წელზე ნაკლები არ არის. ამიტომ, ვერსია, რომ პირამიდები ეგვიპტელების მიერ არის აშენებული, თავისთავად იხსნება. სამაგიეროდ, საქმეში წარღვნამდელი ცივილიზაციები ერთვებიან, რომელიც მინიმუმ, 5 მაინც იყო. თუმცა, ინფორმაცია, ისიც ნაწილობრივ, მხოლოდ 3 მათგანზე გვაქვს. ესენია: ლემურიელები, ჰიპერბორეელები და ატლანტები.

imageჰიპერბორეელებს არ შეეძლოთ პირამიდების აშენება, მათ სრულიად განსხვავებული კულტი ჰქონდათ და პირამიდებს არასდროს აშენებდნენ. ატლამტებიც – ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ცალკე კუნძულზე ცხოვრობდნენ, ხოლო პირამიდები პლანეტარული გავრცელების ნაგებობებია... ამიტომ, ლემურიელები – ყველაზე შესაფერისი კანდიდატები არიან.

ლემურია ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული სახელმწიფო იყო. ხოლო, პირამიდა, მნიშვნელოვანი მოწყობილობა იყო მათთვის.

თითოეული პირამიდის თავზე რეზონანსული კრისტალი იყო. ნაგებობის ქვეშ კი, მძიმე წყლის (დეიტერიუმის ოქსიდი) ან ვერცხლისწყლის ტბა მდებარეობდა. პირამიდებში ადაპტები (კულტის მსახურები) შედიოდნენ და ელექტრო დენის და აკუსტიკური გავლენის წყალობით, პირამიდებს «რთავდნენ». კრისტალის საშუალებით ენერგოინფორმაციული შეტყობინების გაგზავნა ხდებოდა, რომლის მიღება მათ შეეძლოთ, ვინც იმ მომენტში, სხვა პირამიდებში იმყოფებოდნენ. დღემდე უცნობია, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ზემოთ ხსენებულ ტბას. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ პირამიდას, უკვე ხსენებული ფუნქციის გარდა, სხვა დანიშნულებაც ჰქონდა.


image


ლემურიელუბის უძველესი ცივილიზაცია ყველა კონტინენტზე არსებობდა – ევროპა, ამერიკა, აფრიკა, ანტარქტიდა, ჩაძირული მშობლიური ლემურია. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ არცერთ ცნობილ მეტეორიტს არ შეეძლო ისეთი გრანდიოზული ცუნამის გამოწვევა, როგორიც წარღვნის დროს იყო, რა დროსაც წყლის კედელმა კილომეტრ ნახევარს მიაღწია. სავარაუდოდ, ეს მოვლენა კლიმატური იარაღით, ან რაღაც ექსპერიმენტის გაუთვალისწინებელი შედეგით იყო გამოწვეული.

სამწუხაროდ, ლემურიელების და მათი კონტინენტის დაღუპვის გამო, მათი ცოდნა სამუდამოდ დაიკარგა. პირამიდების სახით შემონახულ ნაგებობებს კი, ჩვენ შეცდომით, ტაძრებად და სამარხებად ვთვლით. თუმცა, ინჟინრებისთვის ცხადია, რომ ეს შორეულ წარსულში, ტექნოლოგიური მოწყობილობები იყო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რაზე შეთანხმდნენ უცხოპლანეტელები და ამერიკის პრეზიდენტი 1954 წელს?

* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (III ნაწილი)

* ჩვენი გარემო და მასთან ურთიერთობის 3 შესაძლო შედეგი



1
781
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
781
  
2023, 6 აპრილი, 21:52
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1