x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სატელეფონო საუბარს ვუსმინე რა დონეზე აქვთ დედა....."- რა ჩანაწერზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი
image

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი რუსეთის მუსიკალურ პროდიუსერს, იოსიფ პრიგოჟინსა და რუს ოლიგარქს ფარხად ახმედოვს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და რუსეთის ელიტის არც თუ სახარბიელო მდგომარეობის შესახებ წერს:


"როგორც წესი ასეთ უაზრობებზე დროს არ ვკარგავ, მაგრამ არ დავიზარე და დილის 7 საათზე მილიარდერ ახმედოვის და კონცერტმეისტერ პრიგოჟინის (ვალერიას ქმარი - ასე უფრო ჟღერს) 46 წუთიან სატელეფონო საუბარს ვუსმინე და ძალიან ვისიამოვნე.


რუსეთ-უკრაინის ომის თემაში გარკვეული ხალხი მიხვდებით რამდენად კარგად ჩანს, მაგ საუბრიდან განსაკუთრებით, თუ რა დონეზე აქვთ რუსეთის ელიტას დედა მ.....ლი და ელიტის ქვემოთ რა დონეზე ექნებათ დამატებით.


ახმედოვი რა დღეში ყოფილა და ჩვენი ბორინკა ხომ წარმომიდგენია რა დღეში იქნება, ამას ხომ ორივე მხრიდან "აკაჟებენ"- წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული სატელეფონო ჩანაწერი "იუტუბში" 7 მარტს გავრცელდა, 24 მარტს კი ის უკვე უკრაინის „მეხუთე არხმა“ გაავრცელა. ჩანაწერში, სავარაუდოდ, პრიგოჟინი და ახმედოვი უარყოფითად ლაპარაკობენ რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე, რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და მის გარემოცვაზე.

















0
606
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
606