x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გობის უდაბნოს ქვეშ უცხოპლანეტელების უდიდესი ქალაქია

ცნობილი ამერიკელი მეცნიერის და მედიუმის ედგარ კეისის ბევრი წინასწარმეტყველება ახდა. სკეპტიკოსები კი ამტკიცებენ, რომ მისი ყველა ხილვა, მხოლოდ ფანტაზიის და გათვლის ნაყოფი იყო. თუმცა, მკვლევარების და საზოგადოების ერთ ნაწილს, მისი ნათქვამის დღემდე სჯერა. როგორც აღვნიშნეთ, მედიუმის წინასწარმეტყველების ნაწილი ახდა, ნაწილი – არა... მაგრამ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამის დრო ჯერ არ დამდგარა. აქ მის, ერთ–ერთ ბოლო «წინასწარმეტყველებას» განვიხილავთ, რომელიც კეისიმ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, გაახმოვანა.

მისი ბოლო ხილვები გობის უდაბნოს უკავშირდებოდა და მისი აზრით, სწორედ იქ დაიმკვიდრეს ადგილი, უძველეს დროში, მარსიდან ჩამოსულებმა ემიგრანტებმა.


image


მისი თქმით, როდესაც მარსელები დედამიწაზე ჩამოვიდნენ, დღევანდელი უდაბნოს ადგილზე, ტყე იყო. მათ ტერაფორმერებით (ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იყო ლანდშაფტის შეცვლა), მოკლე დროში, მიწისქვეშ, უზარმაზარი ღრუები შექმნეს და ქალაქის შენება დაიწყეს, რომელშიც შესასვლელი, თანამედროვე უდაბნოს სამხრეთ ნაწილში იყო.image
მარსელებს არ სურდათ ადამიანებთან ურთიერთობა, რადგან მათი კულტურა ძალიან განსხვავებული იყო. მათი მხრივ, ადგილობრივების ქმედებები, როგორც ცხოველური, ინსტინქტური შეფასდა... ფაქტობრივად, ადამიანებს ისე აფასებდნენ, როგორც არაინტელექტუალურ არსებებს, რომელთა სოციალური მიდრეკილებები, სრულფასოვანი კონტაქტისთვის, არასაკმარისი იყო.

პირველი ათასწლეულების მანძილზე, მარსელი ემიგრანტები დახურულ დასახლებაში, გარე სამყაროსთან ურთიერთობის გარეშე ცხოვრობდნენ. შემდეგ დედამიწას მეტეორიტი დაეჯახა, რომელმაც თანამედროვე გობის უდაბნოს ტერიტორიაზე, გრუნტი გაარღვია. ხოლო, მისი ბირთვი, სწორედ უცხოპლანეტელების დასახლებაში მოხვდა. ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიღუპა, ნაწილი კი, ზემოთ ამოვიდა, მაგრამ მალე ყველა მათგანი, გაურკვეველი დაავადების ეპიდემიის მსხვერპლი გახდა.

ამ მოვლენების ზუსტი თარიღი, კეისის არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ პირველი ქალაქი–სახელმწიფოების წარმოქმნამდე, ასობით ათასი წელი იყო დარჩენილი. ხოლო, 1, 2 მლნ. წლის წინ, აზიაში კლიმატის სერიოზული ცვლილება მოხდა და სწორედ მაშინ გაჩნდა უდაბნო. შედეგად, გარსიანების იდუმალი ქალაქი, ასობით მეტრი ქვიშის ქვეშ დაიმარხა. ამიტომ, ის ჩვენთვის მიუწვდომელია.

imageგასული საუკუნის 40–იან წლებში, მედიუმი ამტკიცებდა, რომ გობის უდაბნოში, დიდ სიღრმეზე, უდიდესი ქალაქი მდებარეობდა, მარსელების კულტურის არტეფაქტებით და ადამიანებისთვის წარმოუდგენელი ტექნოლოგიებით, მათ შორის, კოსმოსური ხომალდები და მოწყობილობებიც იყო. კითხვაზე, იყო, თუ არა ტექნიკა მუშა მდგომარეობაში, მედიუმი პასუხობდა, რომ არა. მაგრამ, ამ მდგომარეობაშიც კი, ამ ტექნოლოგიას, კაცობრიობის განვითარებაზე, უდიდესი გავლენა მოეხდინა შეეძლო.

სამწუხაროდ, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს კეისის აზრს. გარდა ამისა, ჩვენი ტექნიკური შესაძლებლობები, მისი სიტყვების გადამოწმების საშუალებას არ იძლევა – ქვიშის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ უძველესი მარსიანული დასახლების შესასვლელის ამოთხრას, ვერანაირი ტექნიკა ვერ გაუმკლავდება. იქნებ ამის გაკეთება მომავალში იყოს შესაძლებელი? შორეულ მომავალში...


image

არხის სხვა სიახლეები:


* უცხოპლანეტელები რომ არა, ჩერნობილის ატომური სადგურის კატასტროფა უფრო მასშტაბური იქნებოდა

* იტალიური კინოს სექს–სიმბოლოს 10 ყველაზე დასამახსოვრებელი როლი

* ქუჩაში ან საზოგადოებრივ ადგილებში გადაღებული 20 განსაცვიფრებელი ფოტო



0
1151
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0