საქართველო "31 მარტს, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან საქართველოს მტერი დგას" - მაია ნიკოლეიშვილი 2023, 31 მარტი, 16:09 დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს: "სალომემ ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან: პირველივე წინადადებიდან გააკეთა დისტანცირება და რევიზორივით ელაპარაკება ხელისუფლებას, "მე" და "თქვენ". სიცრუე, ბოღმა, ამპარტავნობა, მიკერძოებულობა, არაქართველობა და აშკარად, ახალი ოპოზიციის ლიდერობის სურვილი-აი, უ კ ვ ე ე.წ. "პრეზიდენტი"-ს სიტყვის მშრალი ნაშთი!!!
-31 მარტს, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან საქართველოს მტერი დგას!!! სალომე, შენ მარტო ხელისუფლებას კი არა, საქართველოს უდიდეს ნაწილს დაშორდი!!!
-ვის დავალებას ასრულებ, სალომე, კომპლექსიანო პოლიტიკოსო?!!!
-სირცხვილი შენს წარსულს და მომავალს, შე მართლა "თუთხმეტა"!!!-წერს მაია ნიკოლეიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას მთავრობისა და პარლამენტის დეპუტატებს მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უკრაინასთან მიმართებაში ვერც დიპლომატია გამოიჩინა, ვერც გონიერება და ვერც ისტორიული სოლიდარობა. აგძელებს რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას, რის შედეგადაც აზიანებს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობას.
პარლამენტში ყოველწიული ანგარიშის წარდგენისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს და მთავრობის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით კონსპირაციული თეორიების მიუხედავად საზოგადოებისთვის ცნობილია ევროკავშირის მშვიდობიანი მისწრაფებები. „რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ ეს მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს. ევროკავშირი საქართევლოში პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით და მშვიდობიან განვითარებას. ამდენად, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს. რაც არ უნდა ეცადოთ, რომ დაამტკიცოთ თითქოსდა ევროპული და ჩვენი ეროვნული ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რეალობას ვერ გაექცევით, რადგან ტერიტორიის დაცვა, დეოკუპაცია, თავდაცვითი ძალების გაძლიერება, მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკონომიკისა და განათლების განვითარება ეს ყველაფერი წარმოუდგენელი და შეუძლებელია ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის გარეშე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 239 2-ს მოსწონს
|