x
image
intermedia.ge
Mediator image
ავტოსესხის ყველაზე მარტივი პირობები "ევროკრედიტში"

image

იმ შემთხვევაში თუ ახალი ავტომობილის ყიდვა გადაწყვიტეთ და თანხა გჭირდებათ, ან უბრალოდ საკუთარი ავტომობილის საშუალებით ნებისმიერი სამომხმარებლო მიზნისთვის ფინანსების მობილიზება გსურთ, მაშინ გაეცანით ამ სტატიას, რადგან ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ იმ პირობების შესახებ, რასაც "ევროკრედიტი" საკუთარ მომხმარებლებს ავტოსესხის აღებისას სთავაზობს.


ცოტა რამ კომპანიის შესახებ


"ევროკრედიტი" საქართველოს ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და ერთ-ერთი პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო ბაზარზე, რომელმაც მომხმარებლებს ავტოსესხი შესთავაზა.


"ევროკრედიტის" გუნდი პირველივე დღიდან პროფესიონალი თანამშრომლებით დაკომპლექტდა. იგი ინოვაციური მიდგომების დანერგვითა და ტექნოლოგიების ინტეგრაციით მუდმივად ცდილობს განაახლოს სერვისები და მაქსიმალურად გაამარტივოს ყველა ის პროცედურა, რაც ტრადიციულ საბანკო სისტემაშია დანერგილი.


დღეს "ევროკრედიტის" ფილიალები საქართველოს 11 სხვადასხვა ქალაქშია და 200-ზე მეტი პროფესიონალისგან შედგება. კომპანია ცდილობს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლებისთვის, გახდეს უფრო მოქნილი, სწრაფი და დაანგრიოს მომხმარებელსა და კომპანიას შორის არსებული ყველა ბარიერი.


ავტოსესხი "ევროკრედიტში"



"ევროკრედიტში" ავტოსესხის მიღება ყველაზე მარტივია. კომპანია თქვენი მხრიდან არ მოითხოვს შემოსავლების დადასტურებას, საკრედიტო ისტორიის წარდგენასა და უამრავ ბიუროკრატიულ პროცედურასა და საბუთს, რომელთა შეგროვება დიდ დროსა და ენერგიასთანაა დაკავშირებული.


"ევროკრედიტში" სესხის გაფორმება შესაძლებელია, როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირზე და რაც უფრო მნიშვნელოვანია, სესხის მიღება შეგიძლიათ როგორც ახალ, ისე მეორად ავტომობილებზე, რომელიც 2000 წლის შემდეგაა გამოშვებული. რაც მთავარია, ავტომობილი რჩება თქვენ სახელზე და შეგიძლიათ შეუფერხებლად განაგრძოთ მისი მართვა.


სესხის პირობები


ავტოსესხი გაიცემა 6-იდან 72 თვემდე ვადით. თანხის მოცულობა განისაზღვრება 1500-იდან 50 000 ლარის ფარგლებში, სასესხო ლიმიტი მეტწილად დამოკიდებულია მსესხებლის გადახდისუნარიანობაზე. სესხის მიღებისას შეგიძლიათ შექმნათ თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკი, ხოლო სესხის პირობები დიდწილადაა დამოკიდებული საკრედიტო ქულაზე, რომლის გადამოწმება www.creditinfo.ge-ზე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.


ვტოსესხი სატვირთო ავტომობილებზე


"ევროკრედიტი" სესხს სატვირთო ავტომობილებზეც გასცემს. სატვირთო ავტომობილი, ბუნებრივია, დარჩება თქვენ საკუთრებაში და შეუფერხებლად შეძლებთ საქმიანობის გაგრძელებას.


სესხის პორტირება


თუ დაინტერესდით "ევროკრედიტის" შეთავაზებებით, მაგრამ მიმდინარე სესხი სხვა ფინანსურ ორგანიზაციაში გაქვთ, ამ შემთხვევაში გაეცანით "ევროკრედიტში" პორტირების პირობებს:


პროცედურა, როგორც ყველა სხვა სერვისი, სწრაფი და უმარტივესია, საკმარისია მხოლოდ:


  • საგარანტიო წერილი;
  • ცნობა დავალიანების შესახებ;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • ავტომობილის ტექ. პასპორტი;
  • ავტომობილი
ისარგებლეთ პორტირების სერვისით დღესვე და მიიღეთ საუკეთესო პირობები.


განმეორებითი სესხი დისტანციურად


"ევროკრედიტი" პირველია საქართველოს ბაზარზე, რომელიც განმეორებით ავტოსესხის მიღებას სრულად ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად გთავაზობთ. "ევროკრედიტმა" ფინტეკ კომპანიად ტრანსფორმირება დიდი ხანია დაიწყო და ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა კომპანიაში ტექნოლოგიების დანერგვისკენ. “ვოლფეის” ბარათისა და მობილური აპლიკაციის დახმარებით, შეგიძლიათ მიიღოთ თანხა სახლიდან გაუსვლელად, ასევე გაზარდოთ არსებული სესხის ლიმიტი.


სესხის შესაებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ან ავტოსესხის განაცხადის შესავსებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "ევროკრედიტს" ნომერზე 2 904000 ან ეწვიოთ ვებ-გვერდს.



R



0
62
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0