x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
30 შოკისმომგვრელი ფოტო შთამბეჭდავი ისტორიებით, რომლებმაც პულიცერის პრემია მოიპოვა

image
1942 წელს დაარსებული პულიცერის პრემია გამორჩეული ფოტოგრაფიისთვის მოგვიანებით დაიყო ორ კატეგორიად: საუკეთესო მხატვრული ფოტოგრაფია და საუკეთესო ახალი ამბების ფოტოგრაფია. შავ-თეთრი სურათების ეს კოლექცია აჩვენებს გამარჯვებულებს ორივე კატეგორიაში, ისევე როგორც მათ მიღმა შთამბეჭდავ ისტორიებს:

1. ფოტოგრაფი როკო მორაბიტო მართავდა მანქანას, როდესაც შეამჩნია ელექტრიკოსი, რომელიც თავდაყირა იყო ჩამოკიდებული უსაფრთხოების ღვედზე 4160 ვოლტი ელექტრო შოკის დარტყმის გამო. ფოტოგრაფმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ამავდროულად კი სხვა მუშა კი ავიდა და კოლეგა ხელოვნური სუნთქვით გადაარჩინა. მორაბიტომ შანსი ხელიდან არ გაუშვა და გადაიღო სურათი, რომელმაც პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.image

2. დედა და ბავშვები სამხრეთ ვიეტნამიდან ცდილობენ გადაცურონ მდინარე ოპერაცია “პირანია"-ს დროს. როდესაც ფოტომ პულიცერის პრემია მოიპოვა, ფოტოგრაფი კიოჩი სავადა ეძებდა ფოტოზე გამოსახულ ოჯახებს და საბოლოოდ მათ მოგების ნახევარი გადასცა.image

3. ფოტოზე ნაჩვენებია პოლიციელი მორს კულინანი და ორი წლის ალენ უივერი ვაშინგტონში ჩინური კვარტალის აღლუმის დროს. პოლიციელი ბავშვს აფრთხილებდა, დრაკონებთან ახლოს არ მისულიყო. სწორედ ეს მომენტი გადაიღო ფოტოგრაფმა.image

4. ჟიურის წევრები აღფრთოვანებულები იყვნენ ფოტოგრაფ ჰექტორ რონდონის ამ კადრის დრამატულობითა და კომპოზიციით. ფოტოებზე დაჭრილი ჯარისკაცი მღვდელზე მიყრდნობილი ცდილობს ადგომას. რონდონმა თქვა, რომ არ იცოდა როგორ მოახერხა სურათის გადაღება, რადგან სიტუაცია დაძაბული იყო ტყვიების გამო, ფოტო გადაღებულია საზღვაო ქვეითთა ​​აჯანყების დროს საზღვაო ბაზაზე კარაკასის მახლობლად, ვენესუელა.image

5. მონეტა სლიტ უმცროსმა გადაიღო კორეტა სკოტ კინგი და მისი შვილი ბერნისი მარტინ ლუთერ კინგის დაკრძალვის დროს, 1968 წლის აპრილი. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მარტინ ლუთერ კინგი უმცროსმა დაარწმუნა მომხრეები, რომ სიკვდილის არ ეშინოდა და მომავალში რასობრივი ჩაგვრის დამარცხება შეიძლებოდა.image

6. ნიკ უტმა ფოტოსურათების გადაღება 16 წლის ასაკში დაიწყო. სამჯერ დაჭრის მიუხედავად, მან განაგრძო ვიეტნამის ომის დოკუმენტირება. ნიკ უტმა პულიცერის პრემია მოიპოვა 9 წლის კიფ ფუკის ფოტოსთვის, რომელიც შიშველი გარბის ნაპალმის ბომბისგან. უტმა ის და სხვა ბავშვები საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც გოგონამ 14 თვე დაჰყო და 17 ოპერაცია გაიკეთა.image

7. ამ ფოტოს გადასაღებად ერლ ბუნკერი 24 საათზე მეტ ხანს ელოდა იმ მატარებელს, რომლითაც ვიცე-პოლკოვნიკი რობერტ მური მეორე მსოფლიო ომიდან უნდა დაბრუნებულიყო. ბუნკერმა ასახა მურის გაერთიანება ოჯახთან, მათ ჯარისკაცი 16 თვის განმავლობაში არ ჰყავდათ ნანახი.image

8. ვირჯინია შოუმ, პირველმა ქალმა და მეორე მოყვარულმა-ფოტოგრაფმა პულიცერის პრემიის ლაურეატებს შორის, გადაიღო დრამატული სცენა თავისი Kodak Brownie კამერით, როდესაც მხოლოდ ორი კადრი ჰქონდა დარჩენილი ის მშობლებთან ერთად სათევზაოდ მიდიოდა, როდესაც ავარიას შეესწრნენ, სატვირთო მანქანა ხიდიდან 40 მეტრი ფუტი სიმარლიდან გადავარდა. ფოტოზე ერთ-ერთი მაშველი მისივე ქმარია.image

9. პულიცერის პრემიის ლაურეატმა სტენლი ფორმენმა დააფიქსირა 19 წლის გოგონასა და მისი ორი წლის ნათლულის გადმოვარდნა სახანძრო კიბიდან, როდესაც ისინი ცდილობდნენ ბინაში გაჩენილი ხანძრისგან გაქცევას. ამ შემთხვევამ ფაქტობრივად გამოიწვია აშშ-ში ხანძარსაწინააღმდეგო ახალი კანონის მიღება. გოგონა გადარჩა, მისი ნათლია კი რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა.image

10. ფოტოგრაფი მაქს დესფორტი ახლდა ამერიკელ ჯარებს ფრონტის ხაზზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ომის დროს. 1950 წლის 4 დეკემბერს ფხენიანში მოძრაობისას მან შენიშნა აფეთქებული ხიდი, რომლითაც ასობით ომის ლტოლვილი ცდილობდა მდინარე ტაედონგის მეორე მხარეს გადასულიყო. ძალიან ციოდა და მაქსმა მოგვიანებით გაიხსენა, რომ დაბალი ტემპერატურის გამო ძლივს აჭერდა ფოტოაპარატის ღილაკს.image

11. ამ საკულტო ფოტოს ავთენტურობას ბევრი ეჭვქვეშ აყენებდა. ის ფოტოგრაფმა ჯოზეფ როზენტალმა გადაიღო წყნარი ოკეანის ოპერაციების დასკვნით ეტაპზე. სურათზე ამერიკელი საზღვაო ქვეითები ამაღლებენ დროშას სურიბაჩის მთაზე, კუნძულ ივო ჯიმაზე. image

12. ჯონ ლ. განტმა უკვდავყო ორი მშობლის ტრაგედია, რომლებმაც გააცნობიერეს, რომ დაკარგეს შვილი აღელვებულ ზღვაში. მაკდონალდები სანაპიროზე სეირნობდნენ, ხოლო მათი ვაჟი მაიკლი იქვე თამაშობდა და ვერ შეამჩნიეს, რომ ბიჭი ტალღებმა წაიღო.image

13. პირველი კადრი სპორტის სამყაროდან გადაღებულია ჯორჯ ჰერმან ერჰარდტის (იგივე "Babe Ruth") ფინალური ბეისბოლის თამაშის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ნატანიელ ფეინი არ იყო ერთადერთი ფოტოგრაფი იმ მატჩზე, მან გადაიღო რუთის ფოტო, რომელსაც ეცვა ფორმა 3 ნომრით და ბიტას ეყრდნობოდა, მთელი სტადიონი მას უკრავდა ტაშს. რუთი გარდაიცვალა ორი თვის შემდეგ..image

14. ფოტოგრაფ რობერტ ჰილ ჯექსონს უნდა გაეშუქებინა ლი ჰარვი ოსვალდის ციხეში გადაყვანა მას შემდეგ, რაც იგი გაასამართლეს პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის გამო. მოვლენები ვითარდებოდა დალასის პოლიციისა და სასამართლო შენობის სარდაფში. ჯექსონმა ფოტოს გადასაღებად ყველაზე ხელსაყრელი პოზიცია დაიკავა, მაგრამ მისი ხედვა დაბლოკა კაცმა, რომელიც რამდენიმე წუთის შემდეგ წინ გადახტა და ოსვალდს ესროლა -ფოტოგრაფმა ძლივს მოასწრო რილაკზე თითის დაჭერა. image

15. ყოფილი ჯარისკაცი ხოსე როდრიგესი ერთ-ერთი იყო იმ ათასობით ადამიანისგან, ვინც ფიდელ კასტროს ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. ფოტოზე ასახულია მისი უკანასკნელი ზიარება. ფოტო ენდრიუ ლოპესმა გადაიღო, რომელმაც კუბის რევოლუცია გააშუქა.image

16. მიუხედავად იმისა, რომ სურათზე ნაჩვენებია ბედნიერი ოჯახის გაერთიანება პოლკოვნიკ რობერტ სტირმის ჩრდილოეთ ვიეტნამის სამხედრო ტყვეთა ბანაკიდან დაბრუნების შემდეგ, ამის უკან სამწუხარო ამბავი დგას. სტირმის დაბრუნებამდე სამი დღით ადრე, მისმა მეუღლემ მას წერილი გაუგზავნა, რომელშიც აცნობა განქორწინების მოთხოვნის შესახებ. თავად სტირმმა აღიარა, რომ შერეული გრძნობები ჰქონდა სურათის მიმართ, რომელიც იმედსა და განკურნებას უნდა წარმოადგენდეს.image

17. ეს ინციდენტი 3000 ადამიანის თვალწინ მოხდა იაპონიის დაძაბული არჩევნების დროს. როდესაც სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა, ერთმა გაბრაზებულმა სტუდენტმა ამოიღო გრძელი დანა და სურათზე გამოსახულ პოლიტიკოსს მუცელში გაუყარა. ფოტოგრაფმა იასუში ნაგაომ დააფიქსირა მომენტი, როდესაც ბიჭმა დანა ამოიღო მეორე დარტყმისთვის. ფოტო ბევრ ამერიკულ გაზეთში გამოჩნდა და ნაგაო გახდა პირველი უცხოელი ფოტოგრაფი, რომელმაც მიიღო პულიცერის პრემია.image

18. ჯ. როს ბოუმანის ფოტოების სერიის ავთენტურობა, რომელიც ასახავს სისასტიკეს, რასაც როდეზიელი უშიშროების ძალები ახორციელებდნენ პატიმრების მიმართ, ზოგიერთმა ეჭვქვეშ დააყენა. სანამ დაპირისპირება მიმდინარეობდა, ბოუმენი განაგრძობდა მუშაობას და კითხულობდა ლექციებს ჟურნალისტური ეთიკისა და მუშაობის მეთოდებზე სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.image

19. ისტორიაში პირველად, ჯილდო ანონიმურად გადაეცა ფოტოგრაფის დასაცავად. ფოტოზე აიათოლა ხომეინის ისლამური მხარდამჭერები 11 ქურთს ესვრიან. ირანის ხელისუფლება ცდილობდა გაზეთის დარწმუნებას გაესაჯაროებინა ფოტოგრაფის სახელი, მაგრამ რედაქტორებმა უარი თქვეს. 2016 წელს, ფოტოგრაფის ნებართვით, მისი სახელი საჯარო გახდა: სურათი გადაღებულია ჯაჰანგირ რაზმის მიერ.image

20. ფრენკ (მეტსახელად "პაპი") ნოელმა, მეორე პულიცერის პრემიის ლაურეატმა ფოტოგრაფმა, გადაიღო სამაშველო ნავში მეზღვაური, რომელიც ხელი გაუწოდა და წყალი სთხოვა. თავად ნოელი სხვა ნავში იყო, რადგან მისი გემი იაპონურმა ტორპედომ ჩაიძირა ინდოეთის ოკეანეში და მის ნავში წყალიც ამოიწურა.image

21. ფოტო გადაღებულია 1941 წელს ფორდის ქარხანაში მუშათა გაფიცვის დროს. მილტონ ბრუკსმა ძალიან სწრაფად გადაიღო სურათი ქურთუკის ქვემოდან, გაერია ხალხში ისე, რომ არ შეემჩნიათ რადგან ცდილობდნენ კამერის გატეხვას.image

22. ჯონ რობინსონისა და დონ ულტანგის ფოტოების სერია ასახავს რასობრივ კონფლიქტს აფრო-ამერიკელი მოთამაშე ჯონი ბრაიტის მონაწილეობით კოლეჯის ფეხბურთის თამაშის დროს სტილუოტერში, ოკლაჰომაში. ფოტოგრაფებმა შეგნებულად მიმართეს კამერა ბრაითისკენ, როდესაც გაიგეს მრავალი ჭორი, რომ მასზე ნადირობდნენ. ფოტოგრაფები თამაშის პირველი მეოთხედის შემდეგ აპირებდნენ წასვლას და სწორედ მაშინ, როცა ბრაიტი სამჯერ წააქციეს მოწინააღმდეგეებმა, რის შედეგადაც ყბის მოტეხილობა მიიღო. image

23. ეს ფოტო გადაღებულია ჯონ კენედისა და დუაიტ ეიზენჰაუერის შეხვედრის დროს კუბის კრიზისის გამო. მდივანმა თქვა: "საკმარისია ფოტოსურათები" და პოლ უოტისმა მოახერხა უკნიდან ორი კადრის გადაღება.image

24. ატლანტას სასტუმროში ხანძრის დროს ეს სურათი, რომელსაც 119 ადამიანი ემსხვერპლა, 24 წლის ჯორჯია ტექნიკურმა სტუდენტმა გადაიღო. მან ეს საშინელი მოვლენა დააფიქსირა თავისი Speed ​​​​Graphic კამერით. Associated Press-მა სტუდენტს სამუშაო შესთავაზა, მაგრამ მან უარი თქვა და რენტგენის აღჭურვილობის წარმოების ბიზნესი აირჩია.image

25. 1966 წელს მისისიპში“ შიშის წინააღმდეგ მარშის" დროს, სნაიპერებმა დაჭრეს ჯეიმს მერედიტი, სამოქალაქო უფლებების აქტივისტი. ჯეკ რ. თორნელმა მკვლელობის მცდელობა აღბეჭდა ფოტოზე, რომელმაც მას პულიცერის პრემია მოუტანა.image

26. ფოტოზე ორი 15 წლის ბიჭია: ედ ბანკროფს მძევლად ჰყავს აყვანილი ბილ რონანი. ამ ჩიხიდან არც თუ ისე შორს მოხდა ძარცვა და პოლიცია ედს მიუახლოვდა, რათა მოწმის სახით დაეკითხა. ბიჭმა იარაღი ამოიღო, ერთ-ერთ პოლიციელს ესროლა და ბილი მძევლად აიყვანა. ფოტოგრაფმა ფრენკ კუშინგმა, რომელიც დავალებას ასრულებდა იქვე, სწრაფად იპოვა საუკეთესო ადგილი მეზობლის ეზოს ვერანდაზე და ფოტო გადაიღო.image

27. უილიამ მ. გალაჰერს მოუწია სცენასთან მუხლებზე დადგომა, რათა გადაეღო დემოკრატიული საპრეზიდენტო კანდიდატი ადლაი სტივენსონი, კონკრეტულად კი მარჯვენა ფეხსაცმლის ნახვრეტი. სურათის გამოქვეყნების შემდეგ სტივენსონი პრაქტიკულად ახალი ფეხსაცმელებით გაავსეს.image

28. სტივ სტარმა გადაიღო სტუდენტური აჯანყება სტატუს კვოს წინააღმდეგ კორნელის უნივერსიტეტის კამპუსში, ნიუ-იორკში. ფოტოზე ჩანს, რომ შეიარაღებული სტუდენტები ტოვებენ შენობას, რომელიც დაიკავეს და 36 საათის განმავლობაში არ ტოვებდნენ.image

29. ბილ კრაუჩი 60 000 სხვა მაყურებელთან ერთად საჰაერო შოუს უყურებდა, როდესაც ბიპლანი და უზარმაზარი B-29 კინაღამ ერთმანეთს შეეჯახა ჰაერში. თვითმფრინავი ბიპლანის კვამლის კვალზე უნდა გაფრენილიყო და მანევრი ნაადრევად გაეკეთებინა, მაგრამ ტრაგედია სასწაულებრივად იქნა აცილებული.image

30. ჰარი ტრასკმა გადაიღო დრამატული კატასტროფა Andrea Doria ძვირადღირებული ლაინერის პატარა თვითმფრინავიდან, იმისდა მიუხედავად, რომ ფრენის დროს ცოდად იყო. მან პილოტი აიძულა შემთხვევის ადგილზე რამდენჯერმე დაბრუნებულიო, რის შედეგადაც გადაიღო 16 ფოტო, მათ შორის ეს, ნომერი 2, დაჯილდოვდა პულიცერის პრემიით.image

2
644
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
644
  
2023, 4 აპრილი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 31 მარტი, 22:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2