მას შემდეგ, რაც მაგიური პროგრამა Photoshop გაჩნდა, ინტერნეტში განთავსებული ყალბი სურათების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. რაც მთავარია, ბევრს მათი ნამდვილად სჯერა და შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ მათ რეალურობას. წარმოგიდგენთ ფოტოსურათებს, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკეს, თუმცა სულ ტყუილად:
1. დერბიშირის ფერია
უნდა ყოფილიყო დერბიშირელი მამაკაცის, დენ ბეინსის 1 აპრილის ხუმრობა, რომელიც ზღვარს გადასცდა. ვითომცა ნაპოვნი, მუმფიცირებული ფერიის სურათმა მთელი ინტერნეტი მოიცვა. მას შემდეგაც ი, როცა ავტორმა აღიარა ფიტულის სიყალბე, მისტიკის მოყვარულებმა მაინც არ დაიჯერეს და ისევ საკუთარი ისტორიების თხრობა განაგრძეს.
2. ჯორჯ ბუში წიგნს უკუღმა კითხულობს
ამ ფოტომაც ფურორი გამოიწვია, თუმცა რამდენიც არ უნდა ისაუბრონ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ინტელექტზე, ეს ფოტო მაინც ფოტოშოპის შედეგია.
3. ლურჯი საზამთრო
ამბობდნენ, რომ ეს არის ძალიან იშვიათი და ძვირადღირებული საზამთროს სახეობა იაპონიიდან, მაგრამ, ბუნებაში არ არსებობს ლურჯი საზამთრო.
4. Air France 447 ის რეისი
ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომლის აღწერაშიც ეწერა, რომ ის Air France 447 ის ჩამოვარდნის დროს იყო გადაღებული. სინამდვილეში ესაა კადრი ცნობილი სერიალიდან “დაკარგულები".
5. ინდოეთის ოკეანის ცუნამი
2004 წლის ცუნამის შემდეგ ინდოეთში, ინტერნეტში გამოჩნდა მრავალი ყალბი ფოტოსურათი. სინამდვილეში ფოტო გადაღებულია ჩილეში, ანტოფაგასტას პროვინციაში, რომელსაც ფოტოშოპით დაუმატეს ტალღები.
6. ბავშვები თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს ფილიპინებში წყალდიდობის დროს
2012 წელს, ფილიპინებში ძლიერი წყალდიდობის შემდეგ გავრცელებული ეს ფოტოსურათი, რა თქმა უნდა ყალბია.
7. ტურისტი 2001 წლის 11 სექტემბერს
ალბათ, ყველაზე გავრცელებული ყალბი ფოტოსურათია, რომელიც ვითომდა ტყუპი კოშკების ნანგრევებში იპოვეს.
8. ჰერკულესი, ყველაზე დიდი ძაღლი
ინტერნეტში გავრცელებული კიდევ ერთი ყალბი კადრი, რომლისაც ბევრს სჯეროდა.
9. ზვიგენი ვერტმფრენის წინააღმდეგ
წარმოუდგენელი ფოტოშოპი, რომლის დაჯერებაც ალბათ მარტივია.
10. თავისუფლების ქანდაკება სენდის ქარიშხლის დროს
შეიძლება რეალისტურად გამოიყურება, მაგრამ ისიც ფოტოშოპის შედეგია
11. ზვიგენები ქუვეითის სუპერმარკეტში
წყალდიდობის შედეგად თავისუფლად მოცურავე ზვიგენები მხოლოდ ფილმებში შეიძლება შეგხვდეთ.
12. მარსიდან გადაღებული დედამიწა, მერკური და ვენრერა
პლანეტარიუმში შექმნილი ფოტოსურათია და არა მარსიდან გადაღებული.
13. ფერადი ბუ
ამტკიცებდნენ, რომ ეს უიშვიათესი ჯიშის ბუა ჩინეტიდან. სინამდვილეში კი ეს მშვენება ფოტოშოპითაა შექმნილი.
14. კოშკი კლდეზე
ფანტაზიის კიდევ ერთი შედეგი
15. მუტანტი ბაჭია
1 აპრილის კიდევ ერთი ხუმრობა, რომელმაც გაამართლა.
16. თეთრი დათვის ბელი
შეიძლებოდა ნამდვილი ყოფილიყიო, თუმცა ის მხოლოდ და მხოლოდ სათამაშოა.
17. შოტლანდიის იასამნისფერი ტყე
სინამდვილეში ახალ ზელოანდიაში გადაღებული ფოტოა, ისიც ფოტოშოპით გაფერადებული.