x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სხეულის მქონე ქალი: 8 ფაქტი ყველა მამაკაცის ოცნების ქალის შესახებ

image


სილამაზეზე, ისევე როგორც გემოვნებაზე არ კამათობენ. თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი შეხედულება მიმზიდველობასა და სილამაზეზე, მაგრამ ეს ფიგურალურად - რეალურად კი მეცნიერებმა შეძლეს მამაკაცების მოსაზრებების გაანალიზება და იმის გარკვევა თუ ვის თვლიან "ძლიერნი ამა ქვეყნისანი" პლანეტის ყველაზე იდეალურ ქალად. ის ვარსკვლავი აღმოჩნდა, რომლის შესახებაც ბევრს არასოდეს სმენია, თუმცა აი, სილამაზეს მას ნამდვილად ვერავინ წაართმევს. ეს ქალბატონი საერთოდ არ შეესაბამება სტერეოტიპულ პარამეტრებს, თუმცა 90-60-90 ფიგურის ნაცვლად, ჩვენი გმირი სრულიად განსხვავებული პროპორციებით ამაყობს. სწორედ ეს პარამეტრები ხდიან მას უნიკალურს სხვა მოდელებსა და მსახიობებს შორის.


image


სამი წლის წინ ტეხასელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს ერთხელ და სამუდამოდ გაერკვიათ რა ტიპის ქალები ითვლებიან მამაკაცებისთვის ყველაზე მიმზიდველად. მკვლევართა გუნდი დიდხანს ფიქრობდა როგორ ჩაეტარებინა ექსპერიმენტი სწორად. საბოლოოდ გადაწყდა რომ მასობრივ გამოკითხვაზე უკეთ მათ სხვა ვერაფერი დაეხმარებოდა.


image


მამაკაცებს სთხოვეს ქალის გარეგნობის შესახებ მთელი რიგი კითხვებისთვის ეპასუხათ, ანუ მონაწილეებს ქალის იდეალური სიმაღლე, წონა, სახის ფორმა, თმის ფერი და სიგრძე უნდა დაესახელებინათ. რესპონდენტთა გემოვნება ერთმანეთს ხშირად არ ემთხვეოდა, თუმცა მეცნიერებმა მაინც შეძლეს ყველაზე ხშირად განმეორებადი პარამეტრების იდენტიფიცირება.


image


გამოკითხვის ავტორები პირველად მაშინ გაოცდნენ როცა გაირკვა რომ მამაკაცების უმეტესობა მეტისმეტად გამხდარი ქალების მიმართ სრულიად ინდიფერენტული იყო. რესპონდენტთა უმეტესი ნაწილი "ფუმფულა ფორმების" მომხრე გახლდათ, რაც არა მხოლოდ რჩეულის ჯანმრთელობაზე, არამედ მის ესთეტურ მიმზიდველობაზე მეტყველებდა.


image


სხვადასხვა მამაკაცის მოსაზრებების წყალობით მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალის პოვნა შეძლეს ანუ იმ ერთადერთის, რომელიც ექსპერიმენტის მონაწილეთა მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებდა. ის გახდა ინგლისელი პლუს - ზომის მოდელი, ტელეწამყვანი და მსახიობი კელი ბრუკი.


image


კელი 43 წლის არის, მისი სიმაღლე - 168 სმ, წონა კი დაახლოებით 66 კგ-ს შეადგენს. ბრუკი დიდი ხანი ოცნებობდა სამოდელო ბიზნესში მოხვედრაზე, თუმცა შეუსაბამო პარამეტრების გამო, ყველა სააგენტომ მასთან თანამშრომლობაზე მტკიცე უარი განაცხადა. მომავალმა ვარსკვლავმა შეძლო ინდუსტრიისთვის ჭკუაში ეჯობა: მომხიბვლელმა ქალბატონმა წონაში კიდევ რამდენიმე კილოგრამით მოიმატა და პლუს კატეგორიის მოდელიც გახდა.


image

კელის თავისი ფუმფულა ფორმების არასოდეს რცხვენოდა. მისი თქმით, მას წონაში დაკლების არავითარი მიზეზი არ აქვს: ის ლამაზია, ჯანმრთელი და ძალიან პოპულარული, ამასთან მოდელს თაყვანისმცემლების მთელი არმიაც ჰყავს. ოდესღაც მის მეგობარ მამაკაცებს შორის იყვნენ - ჯეისონ სტეტჰემი, მორაგბე ტომ ევანსი და მსახიობი ბილი ზეინი. ერთი წლის წინ მოდელი ცოლად გაჰყვა თავის ძველ ბოიფრენდს, ძიუდოს ინსტრუქტორსა და მოდელს ჯერემი პარიზს.


image


ჯერ კიდევ 1998 წელს ავტორიტეტულმა ჟურნალმა "FHM"-მა მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალების სიაში მას 29-ე ადგილი მიაკუთვნა, 1999 წელს კი იმავე სიაში ის უკვე მესამე იყო, ხოლო ჟურნალ "Maxim"-ის რედაქტორებმა ბრუკს ყველაზე მეტად აამეს - მათ რეიტინგში მოდელმა პირველი (როგორც ყველაზე სექსუალურმა ქალმა მსოფლიოში) საპატიო ადგილი დაიკავა.


image


ვარსკვლავის თქმით, მას სჯერა განსხვავებული სილამაზის: "ყველა გოგო განსხვავებულია. ვფიქრობ, ყველა შეიძლება იყოს თავისებურად სექსუალური, ამისთვის არ არის საჭირო ნულოვანი ზომის ტარება ან მადონას მსგავსად დაკუნთული სხეულის ქონა. მე არ ვამბობ რომ ეს სექსუალური არ არის, თუმცა ვფიქრობ რომ შენი ბუნებრივი ფორმებით კმაყოფილი უნდა იყო"-აცხადებს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სხეულის მქონედ აღიარებული მშვენიერი კელი ბრუკი.










0
835
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
835