რჩევები კლასიკური, ავანგარდული, თუ... - გაიარეთ ტესტი და გაიგეთ, რომელი სამოსია თქვენთვის შესაფერისი 2023, 30 მარტი, 9:23 იდეალური გარდერობის შესადგენად, საჭიროა პირველი ნაბიჯის გადადგმა — საკუთარი თავის გაცნობა, რაც თქვენი სამოსის, აქსესუარების, მაკიაჟის და ვარცხნილობის გაუცნობიერებელი არჩევანით განისაზღვრება. ხოლო, ეს ტესტი იმის გარკვევაში დაგეხმარებათ, თუ რომელი სტილის სამოსი უნდა შეიძინოთ — იქნება ეს კლასიკური, ავანგარდული, ყოველდღიური, თუ სხვა. ქვემოთ მოცემული კითხვების პასუხებიდან აირჩიეთ რომელიმე პუნქტი და ჩაიწერეთ ან დაიმახსოვრეთ. აქ არ არის სწორი და არასწორი ვარიანტები, ყველაფერი თქვენს შინაგან განწყობაზე, თქვენს ქვეცნობიერზე არის დამოკიდებული. 1. როგორი ქალბატონი ბრძანდებით? a. მაცდური b. ბუნებრივი c. დინამიკური d. საკუთარ თავში დარწმუნებული e. ორიგინალური f. ქალაქური g. დახვეწილი h. კონფორმისტი (მორჩილი) 2. თქვენი აზრით, სამოსი: a. ხაზს უნდა უსვამდეს ფიგურის ფორმებს b. უნდა იყოს კომფორტული და ეთიკური გარშემო მყოფების მიმართ c. უზრუნველყოფდეს მოძრაობის თავისუფლებას d. იყოს თავხედური და იზიდავდეს ირგვლივმყოფების მზერას e. ხაზს უსვამდეს თქვენს ხასიათს f. დღის მანძილზე უზადოდ უნდა გამოიყურებოდეს g. იყოს იდეალური და უმცირეს დეტალებამდე გააზრებული h. ასახავდეს თქვენს ინდივიდუალობას 3. ფერის არჩევისას, უპირატესობას ანიჭებთ: a. ფერის სირბილეს (ღია ვარდისფერი, ცისფერი და სხვა პასტელის ფერები…) b. ბუნებრივ ფერებს (შემოდგომის ფოთოლი, მწვანე ხავსი, კაკაო…) c. კონტრასტულ და ნათელ ფერებს (ლიმონის, ღია ლურჯი, კაშკაშა წითელი…) d. მუქ და იდუმალ ფერებს (ინდიგო, მაყვლისფერი, შავი შოკოლადი…) e. მოულოდნელ კომბინაციებს (ზღვის ტალღის, მდოგვის, შაბიამნის ფერი…) f. საბაზო, ნეიტრალური და უნივერსალური (თეთრი, კრემისფერი, ნაცრისფერი, შავი…) g. დახვეწილი კომბინაციები (ღამის ცის ლურჯი, იასამნისფერი, ფირუზისფერი, შავი…) h. ინტენსიური და მყვირალა ფერები (ცისფერი კესანე, ყვითელი, კაშკაშა წითელი…) 4. 48 საათი ერთი სამოსით რომ მოგიწიოთ ყოფნა, რა ქსოვილის სამოს შეარჩევთ? a. გამჭვირვალე (სარჩულიანი შიფონი, მაქმანები…) b. უბრალო და ნატურალური (ბამბა, სელი, შალი…) c. რბილი და მოსახერხებელი (მაისური, კაპიუშონი...) d. რომ არ იჭმუჭნება ისეთს (სქელი, პრიალა და მდგრადი სტრუქტურის ქსოვილები…) e. დახვეწილი და ორიგინალური (რბილი და მორჩილი ბადე და სხვა უჩვეულო ქსოვილი) f. პრაქტიკული და თანამედროვე (დათავება რომ არ სჭირდება) g. დახვეწილი და ყოველთვის იდეალურად მორგებული (მოჰერი, ტყავი, ხავერდი…) h. ტრადიციული და მაღალხარისხიანი (შალი, აბრეშუმი, ქაშმირი…) 5. თქვენთვის აქსესუარი არის: a. თქვენს ღირსებებზე ყურადღების მისაქცევი ნივთები b. სიმბოლური და ეთნიკური ნივთები c. სხვების გასულელების შესაძლებლობა d. იმიჯის განუყოფელი ნაწილი e. საკუთარი ორიგინალურობის და ინდივიდუალურობის გამოხატვის შესაძლებლობა f. პრაქტიკული და უბრალო ნივთები g. მდიდრული და უზადო იმიჯის შექმნის საშუალება h. დახვეწილი და ხარისხიანი ნივთები 6. თქვენი ვარცხნილობა და მაკიაჟი არის: a. ქალური და მგრძნობიარე b. უსაფრთხო კანისთვის და თმისთვის c. მხიარული და უცნაური d. სხვების მზერის მიმზიდველი e. თქვენი ორიგინალობის და სტილის ამსახველი f. მდგრადი, რომ დღის მანძილზე შესწორება არ ესაჭიროებოდეს g. იდეალური და უნაკლო h. უბრალო და კლასიკური ტესტის შედეგი:თუ გაქვთ უფრო მეტი: a. — თქვენი სტილი რომანტიკულია b. — თქვენი სტილი ეთნიკურია c. — თქვენ მეამბოხეს სტილი გაქვთ d. — თქვენი სტილი დრამატულია e. — თქვენი სტილი ავანგარდულია f. — თქვენი სტილი ყოველდღიურია g. — თქვენი სტილი გლამურულია h. — თქვენი სტილი კლასიკურია რომანტიკული სტილი თქვენ კმაყოფილი ხართ საკუთარი აღნაგობით. გამოიყურებით დახვეწილად და მაცდურად, არ მალავთ ფეხებს, ხაზს უსვამთ წელს და მკერდს. რაც შეეხება რჩევებს, სამოსის შერჩევისას, უპირატესობა მიანიჭეთ რბილ, ქალურ ფერებს (იისფერი, ცივი ვარდისფერი, კრემისფერი და სხვა პასტელის ფერები). ეთნიკური სტილი თქვენ სიფრთხილით ეკიდებით საკუთარ სხეულს, ბუნებას და პლანეტას. არ თამაშობთ ირგვლივმყოფებისთვის და ბუნებრივად იქცევით, რაც თავისთავად იმიჯზეც აისახება. მეამბოხეს სტილი ყურადღება გაამახვილეთ ფერზე და იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ის ატარებს. თქვენი სულიერი მდგომარეობის გამოსახატავად, გამოიყენეთ კაშკაშა, გაჯერებული ფერები, პრინტები, ზოლიანი ან ბურთულებიანი ქსოვილის სამოსი. ქსოვილი რბილი უნდა იყოს (ბამბა, ბამბუკი, ჯინსი), ხოლო სამოსი კომფორტული. ის სხეულზე მომდგარი უნდა იყოს. მაგრამ, ამავდროულად, არ უნდა გიშლიდეთ მოძრაობაში. დრამატული სტილი აირჩიეთ მუქი ფერის სამოსი, ეს თქვენთვის ყველაზე მისაღებია. მაგრამ, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ «მუქი» — «შავს» არ ნიშნავს. ავანგარდული სტილი განსაკუთრებულობისკენ ისწრაფვით და არ გინდათ, რომ ხალხის მასაში შეუმჩნეველი დარჩეთ. ხართ ორიგინალური და საკუთარ ინდივიდუალობას ყოველთვის ხაზს უსვამთ. სრულად ფლობთ გარეგნობის შეცვლის ხელოვნებას... ყოველდღიური სტილი აქტიური, დღის მანძილზე დაკავებული, პიროვნება ბრძანდებით: სამუშაო, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა, სპორტი და კულტურული დასვენება... თქვენი მიზანი — ელეგანტური და პრაქტიკული ლუქის შექმნაა, რომელიც თქვენს ქმედებებთან იქნება ადაპტირებული. ატარეთ საბაზო ნივთები, რომლებიც არასოდეს გამოდის მოდიდან და ლუქი აქტუალური რომ გახადოთ, დაამატეთ თვალშისაცემი დეტალები: მაგ., პიჯაკზე უცნაური ფორმის ღილები, შარვლის ფერისგან კონტრასტული ფერის ნაკერი ხაზები ან აბრეშუმის შარფი. გლამურული სტილი ყოველთვის ელეგანტურად და უნაკლოდ გამოიყურებით. თქვენს მიერ შექმნილ ლუქში არცერთი შემთხვევითი დეტალი არ არის. კლასიკური სტილი თქვენი მტკიცე ხასიათი და ინდივიდუალურობა ყველასთვის თვალშისაცემია. პატივს სცემთ ტრადიციულ ფასეულობებს, რაც თქვენს იმიჯზეც აისახება. ყოველთვის ამოირჩიეთ დახვეწილი სილუეტი, რომ თქვენი ქალურობა წარმოაჩინოთ... რადგან მოდის ტენდენციები არ გაინტერესებთ და უპირატესობას ტრადიციულ და დროში გამოცდილ სტილს ანიჭებთ, თქვენი სამოსის ქსოვილიც ტრადიციული და ძვირფასი უნდა იყოს: აბრეშუმი, ბამბა, შალი… ახალი სამოსის შეძენისას, აქცენტი ხარისხზე გააკეთეთ და არა რაოდენობაზე. არხის სხვა სიახლეები:* 5–5 რამ, რაც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს აღიზიანებს* დიდი სიბრძნე, მარტივად* ამ 5 ფაქტის ცოდნას, თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია199 1-ს მოსწონს
|