პოლიტიკა ევროკომისიის ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობას კორუფციული სკანდალის გამო დატოვებს 2023, 29 მარტი, 18:39
დაზუსტებულია, რომ ჰოლოლეი უფასოდ დაფრინავდა კატარის ავიაკომპანია Qatar Airways-ის თვითმფრინავებით, როდესაც მისი წარმომადგენლები სავაჭრო მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან. ამ დროისთვის ცნობილია ექვსი უფასო ბიზნეს კლასის რეისი. თავად ჰოლოლეი ბრალს უარყოფს და აპირებს ევროკომისიაში მსახურობის გაგრძელებას, მაგრამ სხვა პოზიციაზე. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ოფიციალური პირი საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტში გადასვლას გეგმავს. მანამდე ვენესუელაში კორუფციაში ეჭვმიტანილი 19 ოფიციალური პირი დააკავეს. 67 შეფასება არ არის
|