x
image
თამილა გურაშვილი
გელა ზედელაშვილი: "გაიგეთ ახალი ამბავი?
image

"როგორც თაკო ჩარკვიანი ამბობს საკუთარი პირით, უახლოეს ხანში ბიძინა ივანიშვილი ქმნის ახალ პარტიას ნიკა გილაურის ხელით, სადაც უნდა გაწევრიანდეს ნიკანორ მელია.


“ფორმულას'' წამყვანის, თამარ ბაღაშვილის რწმენით, ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა.


ჩარკვიანი დასძენს, რომ იგი ამიტომაც ებრძოდა თავის დროზე ნიკანორ მელიას, მან თავიდანვე გაშიფრა ეს უსერიოზულესი სქემა. მეო, განცხადებებს ეგრე იოლად არ ვისვრი და ამ განცხადებაზეც პასუხს ვაგებო. თუ ვისვრი, ის აღმოჩნდება ხოლმე მართალიო. ვიცი, რასაც ვამბობ, ჩემთან ჩიტები არ მოფრინავენო.



თამარ ბაღაშვილი აზუსტებს: ქალბატონო თაკო, ესე იგი, პარტიას ქმნის გილაური, ამ პარტიაში წევრიანდება ნიკა მელია, შესაძლოა, სხვა ადამიანებიც? თქვენ ადასტურებთ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი?



ჩარკვიანი პასუხობს: “ეხავე'' გეტყვით... ჯერ ის ვთქვათ, როდესაც ქვეყანაში ყველა ბიზნესმენი იბლოკება, გილაურს რატომ ჩუქნიან 240 მილიონს?


2015 წელს გილაურს 120 მილიონად უყიდია “წყალკანალი''... წყლის კომპანია იმ ვალდებულებით, რომ 240 მილიონის ინვესტიცია განხორციელდებოდა, მაგრამ არც ერთი ვალდებულება არ შესრულებულა. მეტიც, 2016 წელს ყველა ვალდებულება ჩამოაწერეს. რათა? იმათა, რომ გილაური ქმნის პარტიას ბიძინა ივანიშვილის დავალებით.


აეგ არიო, - ჩაიცინა საუბრის ბოლოს თაკო ჩარკვიანმა და ამავე დროს სტუდიაში მყოფებს იქედნურად გადახედა.' - წერს გელა ზედელაშვილი


ერა დაახლ.140 წლის მერე დგება. თუმცა ეს ამბები უფრო ადრე დაიწყება

0
290
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0