მსოფლიო შეთქმულება ბერიას სიკვდილის შესახებ-მოსაზრება 2023, 29 მარტი, 1:08 ![]() მწერალი და მკვლევარი იური მუხინი წიგნში "სტალინისა და ბერიას მკვლელობა" მკვლელებთან დაკავშირებით განიხილავს თავის ვერსიას. "შეუძლებელია, რომ მკვლელობის იდეა გაჩენილიყო 9 და მეტი ადამიანის თავში. რომელიმა აუცილებლად შეატყობინებდა ბერიას და ის მიიღებდა უსაფრთხოების ზომებს. თუკი ჩაიფიქრა, ერთმა, მაქსიმუმ ცკი-ს პრეზიდიუმის ორმა წევრმა. და ისინი საკუთარი მოტივებით ხელმძღვანელობდნენ. ანუ, ისინი, ვინც მოახდინა ბერიას მკვლელობის ორგანიზება, როოგრც ჩანს, თავიანთი სიცოცხლის გადარჩენაზეც ფიქრობდნენ". იური მუხინი მთავარ შეთქმულად ნიკიტა ხრუშჩოვს მიიჩნევდა. ხრუშჩოვის ავანტიურულ ბუნებას შეეძლო ებიძგა მეორე მკვლელობაზე, სტალინის შემდეგ. მეორე, ვისაც შეეძლო სცოდნოდა ბერიას მკვლელობის შესახებ, მუხინის აზრით, მალენკოვი იყო. თუმცა მას საეჭვოა, რომ დამოუკიდებლად მიერო გადაწყვეტილება. მკვლელობის განსახორციელებლად ხრუშჩოვმა აირჩია ახლობელი ადამიანები სამხედროებისგან, რომლებთანაც მას ჰქონდა უშუალო კონტაქტი თავისი მუშაობისას უკრაინის კომპარტიის პირველი მდივნობისა და ომის დროს, როდესაც ფრონტის სამხედრო საბჭოს წევრი იყო. მაგალითად, მოსკალენკო- საბჭოთა კავშირის გმირი გახდა ფრონტზე, სადაც სამხედრო საბჭოს წევრი ხრუშჩოვი იყო; სეროვი- ჯერ კიდევ ომამდე შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი იყო ხრუშჩოვთან, 1945 წელს კი ჟუკოვს დაეხმარა გერმანული ბანკების და საცავების ძარცვაში. ომის შემდეგ ჟუკოვი ჩამოაქვეითეს და მოსკოვიდან მოშორებით გაგზავნეს. ანუ, გამოდის, რომ ხრუშჩოვმა შეაგროვა კმაყოფილი გენერლები და ერთი უკმაყოფილო. "ბერიას მკვლელობის საქმეში კი, მთავარი მამოძრავებელი ძალა, რა თქმა უნდა, ხრუშჩოვი იყო. მალენკოვი კი დამხმარე იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა მოიფიქრა ხრუშჩოვმა"-დაასკვნა მუხინმა. ![]() 336 2-ს მოსწონს |