x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რა არის მოლოტოვის კოქტეილი, რომელსაც უკრაინელები ამზადებენ თავდაცვის მიზნით?
image

6 თებერვალს კიევის მიტოვებულ ქარხანაში ტარდება ტრენინგი მოლოტოვის კოქტეილების გამოყენების შესახებ.

უკრაინაში მოქალაქეებმა დაიწყეს მოლოტოვის კოქტეილის რეცეპტის მოძებნა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა მოუწოდა მშვიდობიან მოსახლეობას, რომ დაეხმარონ რუსებისთვის „წინააღმდეგობის გაწევაში“. მან მოუწოდა უკრაინელებს, გაეკეთებინათ ხელნაკეთი იარაღი, აიღოთ ის და შეერთებოდნენ თავდაცვის ძალებს.

გუგლის საძიებო მონაცემების მიხედვით, უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გახშირდა ძიება „როგორ გავაკეთოთ მოლოტოვის კოქტეილი“. მოლოტოვის კოქტეილი არის თვითნაკეთი ცეცხლგამჩენი მოწყობილობა, რომელიც მზადდება შუშის ბოთლში აალებადი სითხის ჩასხმით.

ძიების ინტერესი თავდაპირველად ყველაზე მაღალი იყო უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში, რომლებსაც პირველად თავს დაესხნენ რუსული ძალები, მათ შორის ქალაქი ხარკოვი. Google-ის საძიებო სისტემაში პოპულარულია მოლოტოვის კოქტეილის მომზადების ინსტრუქცია ტყეში. როდესაც რუსული ძალები მიუახლოვდნენ კიევს, კოქტეილის შესახებ იძებდნებოდა დედაქალაქიდან, სადაც თითქმის 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.


image

მოლოტოვის კოქტეილი იწვის სულ 10 წამის განმავლობაში და ზიანს აყენებს 2, 5 მეტრის რადიუსში შეჯახებისას. კოქტეილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ მოლოტოვის სახელი დაარქვეს. მოლოტოვი დაიბადა რუსეთში 1890 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს მოლოტოვმა ბრძანა აალებადი სითხის ბოთლების წარმოება, რომელიც ცნობილია როგორც მოლოტოვის კოქტეილები.

image

მოლოტოვის კოქტეილი.

image

მოლოტოვი იყო ბოლშევიკური პარტიის წევრი და ორგანიზატორი. ის მტკიცედ უჭერდა მხარს იოსებ სტალინს ლენინის გარდაცვალების შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სტალინმა მოლოტოვი დანიშნა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა კომისრად 1939 წელს. ამ თანამდებობაზე მან მოლაპარაკება განახორციელა 1939 წელს გერმანია-საბჭოთა არააგრესიის პაქტის შესახებ ნაცისტურ გერმანიასთან. პაქტი ცნობილია როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. მოლოტოვი დაესწრო „დიდი სამეულის“ კონფერენციებს თეირანში, იალტასა და პოტსდამში. ასევე ის ესწრებოდა სან-ფრანცისკოს კონფერენციას, რის შედეგადაც შეიქმნა გაერო.

image

სტალინი და მოლოტოვი ესწრებიან მოსკოვის მეტროპოლიტენის გახსნის ცერემონიას. 1935წელი, მოსკოვი, სსრკ.


შეგახსენებთ, რომ მე-9 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. რუსეთს აშშ-მ. ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს. პუტინის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში შეჭრა მისი გეგმის მიხევდით მიმდინარეობს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე მალიარი წერს:“ეს ჩვენი მიწაა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მტერს ძალიან გაურთულდეს, გამარჯვება ჩვენი იქნება!”.

0
672
2-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
672