x
მეტი
  • 14.04.2024
  • სტატია:134297
  • ვიდეო:352801
  • სურათი:508397
10 შემთხვევა, როდესაც ფილმების რეჟისორებმა ყველაფერი გათვალეს გრიმისა და ვარცხნილობის გარდა

image
ბევრი რამ, რასაც ფილმებში ვხედავთ, ეწინააღმდეგება რეალობას. ფილმებში, ქალბატონები იღვიძებენ უნაკლო მაკიაჟით, იდეალური კულულებით და, ზოგადად, დაუძლეველნი არიან ნებისმიერ სიტუაციაში:

1. დივერგენტი 2

ფილმის დასაწყისში ბეატრისი, ჟანრის კლასიკის მიხედვით, ნეგატიური მოგონებებისგან თავის დაღწევის სურვილით თავად იჭრის გრძელ თმას. გოგონა მაკრატლით თმას “იჩეხავს" სიბნელეში, საბოლოო ჯამში კი იდეალური ვარცხნილობა “პიქსი" გამოსდის.image

2. მუმია

ფილმის მოქმედება ვითარდება გასული საუკუნის 20-იან წლებში, როცა მოდაში წითელი ტუჩსაცხი იყო და სავსე ტუჩების ილუზიის შექმნა ვულგარულად ითვლებოდა. მაგრამ მთავარი გმირი, რომელსაც რეიჩელ ვაისი თამაშობს, დაიარება უფერული “გლოსით" და კონტურით.image

3. ბაბილონი

მარგო რობის მაკიაჟი თითქმის იდეალურად გამოიყურება, გარდა ერთისა: წარბების. გასული საუკუნის 20-იან წლებში გოგონები და განსაკუთრებით ისეთები, როგორიც რობის პერსონაჟია, წარბებს ძალიან წვრილად იკეღებდნენ და ფანქრით ივსებდნენ.image

4. მეღვინეების წესები

მიუხედავად იმისა, რომ შარლიზ ტერონის გმირი მომხიბვლელად გამოიყურება, მისი მაკიაჟი მთლად არ ემთხვევა იმ წლების მოდას, დაუმთავრებელი ჩანს. 40-იანი წლების კლასიკური მაკიაჟი არ იყო სრული რუჟის (რუმიანას) გარეშე, ასევე წარბების გაფორმების გარეშე.image

5. მალიბუს მაშველები

მხოლოდ პამელა ანდერსონს შეუძლია წყლიდან გამოსვლა სრულყოფილი ტუჩსაცხით და ტუშით. სერიალის ფანებს ამ სურათის ნახვის საშუალება ბევრჯერ ჰქონდათ.
image

6. ქორწილი იარაღის მუქარით

კომედიაში ჯენიფერ ლოპესი თამაშობს პატარძალს, რომლის ქორწილიც ადგილობრივი განგსტერების მოულოდნელმა გამოჩენამ გააფუჭა. პირველი ცეკვის ნაცვლად, ახალდაქორწინებულები იძულებულნი არიან შეებრძოლონ ნამდვილ მეკობრეებს.
მაგრამ, მიუხედავად ყველა საშინელებისა, რაც ხდება, ჯენიფერის თმა და მაკიაჟი მდიდრულად გამოიყურება მთელი ფილმის განმავლობაში და მისი მხრები აშკარად არ პრიალებს ოფლის გამო. იქნებ ჰაილაითერია?image

7. თორი

თორის პირველ ფილმში კრის ჰემსვორტის გაღიავებულმა წარბებმა მთელი ყურადღება მიიპყრო. საბედნიეროდ, ფრენჩაიზის მე-2 ნაწილში შემქმნელებმა გამოასწორეს შეცდომა და მაყურებელს უკვე ჰქონდა შესაძლებლობა ენახა კრისი თავისი ბუნებრივი წარბებით.image

8. თავებზე მონადირე

ამ კომედიაში პერსონაჟი ჯენიფერ ენისტონი ხვდება უსიამოვნებების მთელ სერიას, სიტყვასიტყვით გადის ცეცხლში, წყალში და სპილენძის მილებში. მაგრამ მისი თმა სასწაულებრივად უნაკლო რჩება მთელი ფილმის განმავლობაში. image

9. მომავლის ზღვარი

უცხოპლანეტელებთან ბრძოლას შორის მამაცი სერჟანტი ვრატასკის, რომელსაც ემილი ბლანტი თამაშობს, ალბათ დრო აქვს სილამაზის სალონში ეპილაციისთვის წასასვლელად, ასევე, თვალზე ფანქარიც მუდამ უსვია.image

10. პატარძლების ომი

როდესაც ორ მეგობარს შორის დაპირისპირება კულმინაციას აღწევს, ლივი ემას რუჯის სეანსს უფუჭებს, ის კი შურისძიების მიზნით ცვლის მეგობრის თმის საღებავს. შედეგად, ქორწილამდე ერთი კვირით ადრე, ერთი გოგონა იღებს ნარინჯისფერ რუჯს, მეორე კი იძულებულია ჩვეულებრივი ქერას ნაცვლად ლურჯი თმით იაროს.
მაგრამ უკვე ქორწილის დღეს, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, ორივე გოგონა შესანიშნავად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური რუჯის მოშორება არც ისე ადვილია - ის ჩვეულებრივ 10 დღემდე ძლებს. წარუმატებელი შეღებვის შემდეგ კი რეკომენდებულია თმის ხელახლა შეღებვა 4 კვირის შემდეგ.image










1
1023
4-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1023
  
2023, 2 აპრილი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1