x
7 საინტერესო ფაქტი ლეგენდარულ ალექსანდრე მაკედონელზე
7 საინტერესო ფაქტი ლეგენდარულ ალექსანდრე მაკედონელზე

იხილეთ 7 საინტერესო ფაქტი ლეგენდარულ ალექსანდრე მაკედონელზე:

1. ალექსანდრეს თავისი მმართველობის განმავლობაში, არც დიდი და არც მცირე, ან თუნდაც უმნიშვნელო ბრძოლა არ წაუგია.

2. ალექსანდრე ბრძოლებს ღამით არასოდროს მართავდა, რადგან ამას გამარჯვების მოპარვად თვლიდა.


3. როდესაც მაკედონელი მის მიერ დამარცხებული სპარსეთის იმპერიის იმპერატორის დარიოს III ტახტზე დაჯდა ფეხები იატაკს ვერც კი მიაწვდინა.

4. ალექსანდრეს აღზრდაში მონაწილეობას ღებულობდნენ: ლეონიდასი, ლისიმაქოსი და არისტოტელე. სწორედ ამ უკანასკნელის შესახებ ამბობდა ალექსანდრე:, , მე არისტოტელეს მამის გვერდზე ვაყენებ, მამამ მე სიცოცხლე მაჩუქა, არისტოტელემ კი ის რაც ამ სიცოცხლეს აზრს აძლევს.''

5. ერთხელ ალაქსანდრეს ღვინის სმაში შეჯიბრი მოუწყვია, რასაც 41 კაცის სიცოცხლე შეეწირა.გამარჯვებულმა პრომაქოსმა, რომელმაც ოქროს გვირგვინი მიიღო, ამ ამბების შემდეგ მან მხოლოდ სამი დღე იცოცხლა.

6. მე რომ მოვკვდები, ჩემს სამარეს ნაგავს დააყრიან, მაგრამ იმავე ჟამთა ქარიშხალი მას გადახვეტს და გამოჩნდება ჩემი საქმენი, ღირსი ბრძენთა გაოცებიასაო.... იწინასწარმეტყველა ალექსანდრემ.

7.როდესაც ალექსანდრე 10 წლის იყო, ფილიპეს ერთმა თესალიელმა ვაჭარმა მიჰგვარა ცხენი. მისი მოთვინიერება ვერავინ შესძლო და ამიტომ ფილიპე მის დაბრუნებას აპირებდა. ამ დროს ალექსანდრემაც სცადა ბედი და ცხენი მოათვინიერა. პლუტარქე გადმოგვცემს, რომ ალექსანდრემ შეამჩნია, რომ ცხენს თავისი ჩრდილის ეშინოდა. ამიტომ ის მზისკენ შეაბრუნა და დაუბრკოლებლად დაიმორჩილა. საბოლოოდ ფილიპემ ცხენი თავის შვილს უყიდა და უთხრა:„მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის უფრო ვრცელი საბრძანისი ქვეყანა უნდა ეძიო".

0
150
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0