x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჰოლანდიელ მუსიკოსს, რომელიც სავარაუდოდ 550 ბავშვის მამაა, ქალები სასამართლოში უჩივიან
image

ქალების ჯგუფმა კოლექტიური სარჩელი შეიტანა 41 წლის მუსიკოსის, ჯონათან ჯეიკობ მეიერის წინააღმდეგ, რომელიც, მათი თქმით, თაღლითურად დაეხმარა მათ 550-ზე მეტი ბავშვის ჩასახვაში.


ქალები ითხოვენ სასამართლოს გზით სამუდამოდ აეკრძალოს სპერმის დონორობა.


41 წლის ჰოლანდიელი სასამართლოში 550 ბავშვის ბიოლოგიური მამის ბრალდებით წარდგება. ამან შეიძლება შექმნას ინცესტის პოტენციური რისკი, ასევე ჯანმრთელობის პრობლემები და ფსიქოლოგიური ტრავმა მის შთამომავლებში.



მაიერი პირველად 2017 წელს გახდა ცნობილი, როდესაც გაირკვა, რომ ნიდერლანდებში ის სულ მცირე 102 შვილის მამა გახდა 10 სხვადასხვა კლინიკის მეშვეობით. ამის შემდეგ მაიერი მოხვდა სპერმის დონორთა „შავ სიაში“, მაგრამ განაგრძო თავისი მომსახურეობა საზღვარგარეთ - კერძოდ დანიასა და უკრაინაში.


"როდესაც ვფიქრობ იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას ჩემი შვილისთვის, ცუდად ვხდები. ბევრმა დედამ უთხრა, რომ უნდა გაჩერდეს, მაგრამ არაფერი შევლის. ამიტომ ჩემი შვილის დასაცავად ერთადერთი გზაა სასამართლოში ჩივილი", - ამბობს ევა ნიდერლანდებიდან, რომელმაც მეიერისგან შვილი 2018 წელს გააჩინა.


საქველმოქმედო ფონდ Donorkind-თან ერთად, ევამ წამოიწყო სარჩელი, რომლის მეშვეობითაც სურთ, შეაჩერონ დონორი მეიერი და გაარკვიონ, რომელ კლინიკებს შესწირა მან სპერმა. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ მამაკაცის ჯერ კიდევ შენახული სპერმატოზოიდი განადგურდეს, თუ ის არ არის შენახული იმ ქალისთვის, რომელსაც უკვე ჰყავს უკვე მისგან ერთი შვილი.


Donorkind-ის აღმასრულებელი დირექტორის ტიეს ვან დერ მეერის თქმით, დონორი ბავშვებისთვის რთულია შეეგუონ იმ აზრს, რომ მათმა ბიოლოგიურმა მამამ შექმნა ასობით ბავშვი და რომ მათ ჰყავთ ამდენი ნახევარძმა ან ნახევარდა.


ჰოლანდიის კანონმდებლობის მიხედვით, რომ სპერმის დონორები არ უნნდა იყვნენ 25-ზე მეტი შვილის მამა ან 12-ზე მეტ დედას არ უნდა მიაწოდონ სპერმა, რათა თავიდან აიცილონ ინბრიდინგი- გაუთვალისწინებელი ინცესტი ან ფსიქოლოგიური პრობლემები ბავშვებში, რომლებიც გაიგებენ, რომ ჰყავთ ასობით და-ძმა.


მაიერმა, რომელიც ახლა კენიაში ცხოვრობს, უარი ამბობს კომენტარი გააკეთოს მის წინააღმდეგ წამოწყებულ საჩივარზე .


კონკრეტულად როდის შეიძლება სასამართლომ გადაწყვიტოს მამაკაცისთვის სპერმის დონაციის აკრძალვა, ჯერჯერობით უცნობია.



ასევე დაგაინტერესებთ

image

ცნობილი გახდა კოლუმბიელი მომღერლის, შაკირასა და მისი ყოფილი შეყვარებულის, ფეხბურთელ ჟერარ პიკეს დედის, მონსერატ ბერნაბეუს შორის ჩხუბის შესახებ. ამის შესახებ MusicMondial წყვილთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. პორტალის ცნობით, კონფლიქტი არტისტსა და სპორტსმენის დედას შორის მას შემდეგ გაჩაღდა, რაც...



1997 წელს, კალიფორნიაში მუსიკალური ფესტივალის დროს, რომელიც ეძღვნებოდა გარემოს დაცვას, 23 წლის ჯულია ჰილი, მეტსახელად "პეპელა"(Julia Butterfly Hill) გიგანტურ სეკვოიაზე ავიდა და მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქ ცხოვრობდა მთლიანად 738 დღე . ჯულია ჰილმა 1997 წლის დეკემბრიდან 1999 წლის დეკემბრამდე იცხოვრა გიგანტურ 1500 წლის ხეზე, რომელსაც მეტსახელად ...



მიტოვებული შენობები უნებურად იპყრობს თვალს. ზოგი გვაშინებს თავისი აჩრდილისებური გარეგნობით, ზოგი აღვიძებს წარსულის მოგონებებს, ზოგი კი უბრალოდ გვხიბლავს თავისი ჰარმონიული სილამაზით სწორედ ასეთ მიტოვებულ ადგილებს გაეცნობით ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოკოლაჟში. ეშმაკის ხიდი, კრომლაუ, გერმანია დანოტარის ციხესიმაგრე, მე-15 საუ...



58 წლის ნატალია ვეტლიცკაია უფრო მკაცრ ლექსიკაზე გადავიდა, რადგან ჩვეულებრივი სიტყვები აღარ არის საკმარისი! ნატალია ვეტლიცკაია გახლავთ საბჭოთა და რუსი მომღერალი, ცნობილი პოპ-ჯგუფის "მირაჟის" ყოფილი სოლისტი. იგი ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო კონცერტებზე, ფესტივალებზე თუ კორპორატიულ წვეულებებზე. სკოლის დამთავრებ...

0
132
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0