x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
როგორი იყო ირანი შაჰის მმართველობის დროს?- ფოტოსურათები ისლამურ რევოლუციამდე

image
მონარქიის ბოლო 40 წელი, რომლის დროსაც მთავარი მონარქი იყო შაჰი მუჰამედ რეზა ფეჰლავი, გახდა ზედმეტად პროდასავლური მუსლიმი შიიტების ფართო საზოგადოებისთვის, ამან კი თავისთავად გამოიწვია ისლამური რევოლუცია 1979 წელს ( ირანული კალენდრით კი 1357 წელს).

ამ დროის რადიკალურმა ცვლილებებმა ირანი მიაახლოვა კულტურული თავისუფლების დონეს, რომელიც არასდროს ყოფილა და რომელიც, ალბათ, მალე არ იქნება. გაგიკვირდებათ და ეს ფოტოები ირანულ რევოლუციამდეა გადაღებული:image
თურქეთში ათათურქის მსგავსად, შაჰ რეზა ფეჰლავმაც განახორციელა მთელი რიგი რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავდა ირანის თანამედროვე ევროპეიზებულ სახელმწიფოდ გადაქცევას. image
ეს რეფორმები მოიცავდა ირანის სტრუქტურირებას ცენტრალური სპარსული იდენტობის ირგვლივ, რელიგიური უკმაყოფილების ხშირად სასტიკ დარბევას და ქალთა უფლებების გაფართოებას. კერძოდ, ქალებს მოუწოდებდნენ სკოლაში სიარულს და განათლების მიღებას.

შაჰ მუჰამედ რეზა ფეჰლავი, მისი ცოლი და პატარა პრინცესა შაჰნაზი, თეირანი, ირანი, 1942 წელს.image
გაუქმდა ქალებისთვის დახურული ტანსაცმელი, რამაც, რა თქმა უნდა, შიიტური საზოგადების უკმაყოფილება გამოიწვია.image
სამეფო ოჯახი პირადი მაგალითით ცდილობდა დასავლური მიმართულების ჩვენებას. ფოტოზეა იმპერატორი სორაია.image

იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა და მისი მეუღლე ირანელ სპორტსმენებთან ერთად იღებენ ფოტოს, სპარსეთი, 1963 წლის 20 მაისი.image
უინსტონ ჩერჩილი შაჰთან და დედოფალთან ერთად ლონდონის ოფიციალურ რეზიდენციაში.image
იმდროინდელი თეირანის რამდენიმე ფერადი ფოტო.imageimageimageimage












2
388
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
388
  
2023, 5 აპრილი, 22:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 აპრილი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2