x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135701
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
თურქეთის პრეზიდენტმა სურათი გადაიღო უახლესი თურქული დრონის "Bayraktar Kizilelma"-ს ფონზე

image
უახლესი თურქული "სტელს" ტექნოლოგიით აგებული დრონი მრავალფუნქციურია, ის აღჭურვილია უკრაინული "მოტორ სიჩის" მძლავრი, ტურბო რეაქტიული, ზებგერითი ძრავით რომელიც 6 ტონიან დრონს საშუალებას მისცემს აფრინდეს 12 კილომეტრ სიმაღლემდე, ატაროს 1 ტონამდე საბრძოლო მასალა რაკეტების თუ ბომბების სახით. დრონი სტარტს აკეთებს უნივერსალური სადესანტო ხომალდიდან "TCG Anadolu", მას არ ჭირდება კატაპულტა დაფრენისას, მას სამხედრო ხომალდის დასაფრენ ზოლზე დაშვებისას აკავებს სპეციალური დამჭერი გვარლი, რომელიც წამოედება დრონზე გაკეთებულ კაუჭბს უსაფრთხოების სრული დაცვით. დრონის დანიშნულებაა: მოიპოვოს სადაზვერვო ინფორმაცია, ჩაახშოს მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, გაუწიოს საცეცხლე მხარდაჭერა ციდან ქვეით თუ მექანიზებულ დანაყოფებს, განახორციელოს სარაკეტო იერიშები სხვადასხვა სახის ობიექტებზე, ნაკლებად აღმოჩენადი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელოს შეტევა განსაკუთრებით სტრატეგიულ ობიექტებზე მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში.
ფრენის ხანგრძლივობა 5 საათია, ფრენის სიშორე 926 კილომეტრი.
ოპერატიული სიმაღლე 10 კილომეტრია, მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე კი 12 კილომეტრი.
სასარგებლო დატვირთვის დასაშვები წონაა 1500 კილოგრამია.

კომპანია "Baykar"-ი შეიქმნა 1868 წელს ოზდემირ ბაირაქთარის მიერ, თავიდან კომპანია საავტომობილო აგრეგატებს აწარმოებდა, მაგრამ მისი შემქმნელის და დამფუძნებლის იდეა რეალობად იქცა და კომპანიამ პირველი დრონი გამოუშვა. ოზდემირ ბაირაქთარი გარდაიცვალა 2021 წლის 18 ოქტომბერს 72 წლის ასაკში.

image
ამჟამად კომპანია «Baykar Makina»-ს თანამფლობელი ძმასთან ერთად და ტექნიკური დირექტორი გახლავთ სელჩუკ ბაირაქთარი, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის სიძე-ქალიშვილის მეუღლე.

image





0
282
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
282