x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ღამის პეპლების" ცხოვრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: რა უბიძგებს მათ მანკიერების გზაზე დადგომას

image


ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა მართლია უკეთესის სურვილს ტოვებს, თუმცა ქალებს პროსტიტუციის გზაზე ყოველთვის გაჭირვება და სიღარიბე არ აყენებს. ცხოვრების მაღალი სტანდარტისა და კარგი მსოფლიო რეიტინგის მქონე ქვეყნებშიც კი არსებობენ "ღამის პეპლები", რომლებიც მანკიერების გზას არა მხოლოდ პურის, არამედ ძვირადღირებული სამკაულებისა და უზრუნველი ცხოვრების გამო ირჩევენ, თუმცა ასე მხოლოდ მოწინავე ქვეყნებში ხდება, რადგან დანარჩენში გოგონები მზად არიან თავი საკვებისთვისაც კი გაყიდონ.




ჩინეთი

image


ვინ წარმოიდგენდა რომ ციურ იმპერიაში დაახლოებით 10 მილიონი გოგონა "ღამის პეპელა" იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი პროფესია არალეგალურია, ისინი საკმაოდ სოლიდურ თანხას გამომუშავებენ, ხოლო სახელმწიფო მათ საქმიანობას წვრილმან დანაშაულად განიხილავს და სექს-მუშაკებს სერიოზულ პრობლემებსაც არ უქმნის. ზოგიერთ ქვეყანას გაცილებით უფრო ნაკლები მოსახლე ჰყავს, ვიდრე ჩინეთში მსუბუქი ყოფაქცევის ქალები არიან.




გერმანია


image


ამ ქვეყანაში "ღამის პეპლების" საქმიანობა სრულიად ლეგალიზებულია და როგორც თავად გოგონებისთვის ასევე სახელმწიფოსთვისაც მშვენიერი მოგება მოაქვს. სიტუაციით კმაყოფილები ასევე მამაკაცებიც არიან, რადგან გოგონები ვალდებულნი არიან სამედიცინო გამოკვლევები რეგულარულად გაიარონ და საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.




ბრაზილია


image


მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის ეკონომიკის დონე სამხრეთ ამერიკაში ოფიციალურად ყველაზე მაღალია, ამ ქვეყნის ყველა მცხოვრები უზრუნველად ცხოვრებას მაინც ვერ ახერხებს. გოგონებს საკუთარი სხეულის გაყიდვა საკვების სანაცვლოდ უწევთ და თან საკმაოდ იაფად, რადგან სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ. ასეთი გოგონების ორგანიზებული გაერთიანებები აკრძალულია, ამიტომ მათ არც დაცვა ჰყავთ და არც მფარველები, "სიყვარულის ქურუმებს" არსებობა მხოლოდ იღბალისა და საკუთარი თავის იმედად უწევთ.




ვენესუელა

image


ბოლო წლებში იმ გოგონების რაოდენობა, რომლებიც საკუთარი თავის გაყიდვით არიან დაკავებულები თითქმის სამჯერ გაიზარდა, თუმცა მათგან მხოლოდ 20%-ია ადგილობრივი მცხოვრები, დანარჩენი კი ვენესუელაში უკეთესი ცხოვრების საძიებლად, ღარიბი ქვეყნებიდან ჩასულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ვენესუელაში მოიპოვება დიდი რაოდენობით ნავთობი, ადამიანები ხანდახან საბაზისო პროდუქტებს და სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებსაც კი ვერ ყიდულობენ. ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 73 წელს არ აღემატება, რადგან ადამიანები ცხოვრების დონის გამო მეტს ვერ ცოცხლობენ.





ტაილანდი

image


ყველაზე ხშირად ტაილანდელ "ესკორტის" გოგონებს ტურისტებთან მოკლევადიანი ურთიერთობები ურჩევნიათ, რადგან ისინი ქვეყანაში სავსე საფულით ჩადიან. ადგილობრივი კაცები გოგონებს საკმაოდ უპატივცემულოდ ეპყრობიან, ისინი კარგად იშვიათად გამოიმუშავენ და ქალებს არც სახლის საქმეებში ეხმარებიან. რა თქმა უნდა, "ღამის პეპლები" ნებისმიერ ქვეყანაში არიან, თუმცა ცხოვრების მაღალი დონის ქვეყნებშიც კი, გოგოები ამ საქმეზე ყველაზე ხშირად გამოუვალი სიტუაციის გამო მიდიან.







0
166
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
166