x
მეტი
  • 14.04.2024
  • სტატია:134297
  • ვიდეო:352801
  • სურათი:508398
„გაუგონარი რამ ხდება კიევში, კიევო-პეჩორის ლავრაში! ულტიმატუმის ვადა იწურება..." - რას წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე

დიმიტრი ლორთქიფანიძე


ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე უკრაინაში მდებარე კიევო-პეჩორის ლავრასთან დაკავშირებით შექმნილ მძიმე მდგომარეობას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ძვირფასო მეგობრებო!


როგორც მოგეხსენებათ, გაუგონარი რამ ხდება კიევში, სადაც კიევო-პეჩორის ლავრაში მიმდინარე ათასწლოვანი განუწყვეტელი წირვა-ლოცვის შეჩერება განუზრახავთ საპრეზიდენტო დადგენილებით(!), ხოლო მოქმედი სამონასტრო კომპლექსის გადაქცევა კი, „მუზეუმ -ნაკრძალად"!



ათდღიანი ულტიმატუმის ვადა იწურება ამა წლის 29 მარტს!!!


ულტიმატუმის მიხედვით, მსახურება უნდა შეაჩეროს და ლავრის ტერიტორია დატოვოს 200-ზე მეტმა მართლმადიდებელმა ბერ-მონაზონმა და სასულიერო პირმა, ან მიიღოს გადაწყვეტილება შეთავაზებული ალტერნატივის მიხედვით, დატოვოს კანონიკური, მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის მიტროპოლია და შეუერთდეს სქიზმატ (განხეთქილებაში მყოფ) ე.წ. „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას”(!).


როგორც ივერია, ასევე კიევო-პეჩორა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრია და ჩვენთვის, ქართველებისთვის უკრაინელი მართლმადიდებელი ძმებისა და დებისადმი თანაგრძნობა და სოლიდარობა, მათდამი მხარდაჭერის გამოცხადება ამ უმძიმეს ჟამს, არის კანონზომიერი და აუცილებელი!!!


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ჩვენს მოძღვრებთან ერთად შევიკრიბოთ 28 მარტს, სამშაბათს, 3 საათზე, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის მთავარ შესასვლელთან და იქიდან მსვლელობით გადავინაცვლოთ კუს ტბის ასახვევთან მდებარე უკრაინის საელჩოსთან, სადაც გაიმართება მდუმარე საპროტესტო აქცია და აღევლინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი სავედრებელი პარაკლისი!!!


გთხოვთ, გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია და შემოგვიერთდეთ!!!" - წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.


დიმიტრი ლორთქიფანიძე





1
659
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
659
  
2023, 26 მარტი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1