ქალი და მამაკაცი "ფორმულა" სავარაუდოდ, შალვა რამიშვილისა და ანანია გაჩეჩილაძის ფარულად ჩაწერილ საუბრის შინაარსს ასაჯაროებს (ვიდეო) 2023, 26 მარტი, 12:29 "შაბათის ფორმულამ " გაავრცელა აუდიო ჩანაწერი რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, POSTV-ის ხელმძღვანელ შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალურ შევიწროებას ასახავს.აუდი ჩაწერილია 2018 წელს სადაც შალვა 47 წლისაა პრეზერვატივი "აიისას"შემქნელი ანანია გაჩეჩილაძე 22 წლის. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიო ჩანაწერი POSTV-ის ოფისში, რამიშვილის პირად კაბინეტში ჩაიწერა, სადაც ანანია გაჩეჩილაძე გადაცემის მოსამზადებლად დაიბარეს. ჩანაწერი 2 საათს გრძელდება, თუმცა იმის გამო, რომ მძიმედ მოსასმენ ეპიზოდებს შეიცავს, „ფორმულა“ აცხადებს, რომ სრულად არ ასაჯაროებს, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამს, სამართალდამცავ უწყებებს გადასცეს. „ფორმულას“ გავრცელებულ ჩანაწერში შემდეგი დიალოგი ისმის: — ჯიუტობ, პატარა გოგო ხარ და ტვინს ტ*ნავ რა, იბრძვი, შენს გზას მიჰყავხარ, ამტკიცებ, რა ჩემს *ლედ გინდა, მისდიე შენს სხეულს. — რატომ? — დადექი რა*ამ და მოგ**ნავენ რა. — ჰოდა, არ მევასება ეგ. — რა არ გევასება, რა იცი, იქნებ კარგია, ვიღაცების ხელში სათამაშო იყო? ტ*ნაურის დროს რომ გცემენ, გევასება? — არა, ეგეთი კაცები არ ჩითავენ. — ჩითავენ, მე ვარ ეგეთი. — ხო, მაგრამ თქვენთან არ მინდა სექსი. – გასაგებია, რომ არ გინდა. ჯერ ეს ერთი, როგორ არ გინდა, გინდა, მაგრამ არ გინდა. — არ მინდა, იმენა არ მინდა. ამ ფაქტს სოციალური ქსელით დღეს დილით გამოეხმაურა შალვა რამიშვილი – 574 2-ს მოსწონს
|