x
image
თამილა გურაშვილი
იშვიათი ფენომენი:პლანეტების აღლუმი, ნახევარმთარე და ასტეროიდი ამ შაბათ-კვირა

image
მთელი მსოფლიოს ასტრონომები ამბობენ, რომ იშვიათი მოვლენა 2023 წლის მარტის ბოლოს მოხდება. მზის სისტემის ხუთამდე პლანეტა (მერკური, იუპიტერი, ვენერა, ურანი და მარსი) ვარსკვლავური ცის ერთ სექტორში შვა, ასე რომ ისინი ნათლად გამოჩნდება ტელესკოპით. მათ გარდა შესამჩნევი იქნება ნახევარმთვარე და ასტეროიდი 2023 DZ2.





პლანეტები ხილულ რკალში განლაგდებიან 25-დან 30 მარტამდე, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელია თუ არა ხუთივეზწ ერთდროულად დაკვირვება. ექსპერტები გვირჩევენ ღამის ცის შესწავლას მზის ჩასვლიდან მალევე. მარსი ხილული იქნება მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო სხვა პლანეტებს უფრო მოკლე ხილვადობის ფანჯარა აქვთ. იუპიტერი და მერკური შეიძლება ნახოთ მზის ჩასვლიდან ერთი საათის განმავლობაში, სანამ ისინი ჰორიზონტის ქვემოთ ჩავლენ. ამის შემდეგ გამოჩნდება ვენერა და სატურნი, რომლებიც ჰორიზონტის ზემოთ დარჩებიან ერთი-ორი საათის განმავლობაში.




იუპიტერი 28 მარტის შემდეგ მზის შუქით დაიფარება, ამიტომ ასტრონომები გვირჩევენ, რომ ის ღამით მოძებნოთ. თუ სერიოზულად აპირებთ სატურნის ნახვას, უნდა დააკვირდეთ ჰორიზონტის აღმოსავლეთ ნაწილს 27-28 მარტს გათენებამდე.




პლანეტების ხილვადობა დამოკიდებული იქნება თქვენს მდებარეობაზე. ოპტიმალური პირობებისთვის სასურველია მოიძებნოს ღრუბლისგან თავისუფალი სადამკვირვებლო წერტილი ჰორიზონტის მკაფიო ხედვით. ვენერა და მარსი შეუიარაღებელი თვალით ჩანს, ხოლო, ურანს და მერკურის დასჭირდება ბინოკლები ან ტელესკოპი.

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0