კინო ჯეიმი ლი კერტისის დაცემა და აღზევება 25 მარტი, 12:11 ცნობილი ამერიკელი კინომსახიობის ჯეიმი ლი კერტისის კინოკარიერა 1968 წელს დაიწყო. ზუსტად 26 წლის შემდეგ კი რეჟისორ ჯეიმს კამერონის 1994 წელს გადაღებულ ფილმში "მართალი ტყუილი" ჰელენ ტასკერის როლმა მსახიობს წარმოუდგენელი პოპულარობა და არნახული კომერციული წარმატება მოუტანა. ერთი შეხედვით, თითქოს ყველა პირობა არსებობდა რომ მსახიობს კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის მიეღწია, თუმცა კერტისის კარიერამ სრული კრახი განიცადა. კომედიური თრილერი, სადაც ჯეიმი ლი კერტისი მთავარ როლს ასრულებს დაქორწინებულ წყვილზე მოგვითხრობს. 15 წლის განმავლობაში ჰელენი დარწმუნებულია რომ მისი ქმარი უბრალო IT-სპეციალისტია, თუმცა ის, რომლის როლსაც არნოლდ შვარცნეგერი ასრულებს საიდუმლო აგენტი აღმოჩნდება, რომლის გვერდითაც დაკუნთული რემბო როგორც ფილმის აღწერაშია ნათქვამი ბავშვივით გამოიყურება.ფილმი მართლაც სანახაობრივი, მხიარული და დინამიური გამოვიდა, თუმცა მომდევნო 10 წელი მსახიობისთვის საკმაოდ კრიზისული აღმოჩნდა, სანამ ეკრანებზე ჰიტური ფილმი "გიჟური პარასკევი" არ გამოვიდა.მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მსახიობის კარიერამ აღმასვლა. მას შემდეგ უკვე მთელმა მსოფლიომ იცის ვინ არის ჯეიმი ლი კერტისი, რა შეუძლია და როგორი ვარსკვლავია ის სინამდვილეში.მსახიობს მხოლოდ გასულ წელს ერგო ის როლი, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება და კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო "ოკარი" მოუტანა. ცოტა ხნის წინ, 64 წლის მსახიობი პირველი "ოსკარის" მფლობელი გახდა ფილმისთვის "ყველაფერი ყველგან ყოველთვის". შვიდი "ოსკარის" მფლობელ კინოსურათში ჯეიმი ლი კერტისი ქალის მეორეხარისხოვან როლს ასრულებს.396 შეფასება არ არის |