სხვა ჩვენ გარემოზე, ხოლო გარემო ჩვენზე... 2023, 25 მარტი, 9:07 ერთხელ მამასთან ქალიშვილი მივიდა, ახალგაზრდა ქალი და მოწყენილმა მას უთხრა: — მამა, მე ისე დავიღალე ყველაფრისგან, გამუდმებით სირთულეები მაქვს სამუშაოზე და პირად ცხოვრებაში. ძალა აღარ მყოფნის... როგორ უნდა გავუმკლავდე ყოველივე ამას? — მოდი გაჩვენებ – უთხრა მას მამამ და სამზარეულოში გაიყვანა. მან ქურაზე სამი ქვაბი დადგა, წყლით და შვილს სთხოვა, მისთვის სტაფილო, კვერცხი და ყავა მოეტანა. მან ყველა ინგრედიენტი ცალ-ცალკე ქვაბში მოათავსა, ცოტა ხნის შემდეგ გაზქურა გამორთო და შვილს ჰკითხა: — რა მოუვიდა პროდუქტებს? — სტაფილო და კვერცხი მოიხარშა, ხოლო ყავა წყალში გაიხსნა, – უპასუხა მან. — მართალია, უთხრა მამა – მაგრამ, თუ უფრო სიღრმისეულად განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ სტაფილო, რომელიც მაგარი იყო, მდუღარეში მოხვედრის შემდეგ, დარბილდა. კვერცხი, რომელიც ადრე მსხვრევადი და თხევადი იყო, გამაგრდა. გარედან ორივემ სახე შეინარჩუნა, მაგრამ შიგნიდან შეიცვალნენ. იგივე ხდება ადამიანებშიც: გარეგნულად ძლიერ ადამიანები, აგრესიულ გარემოში მოხვედრის შემთხვევაში, შეიძლება, დასუსტდნენ. ხოლო, ერთი შეხედვით სუსტი და ნაზი ადამიანები, იგივე გარემოში, უფრო გაძლიერდნენ... — და ყავა? – გაკვირვებულმა იკითხა შვილმა. — ყავა? – ეს ყველაზე საინტერესოა: ის აგრესიულ გარემოში მთლიანად გაიხსნა და შეცვალა. მან, უბრალო წყალი, არომატულ სასმელად გადააქცია. არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ გარემოს შეცვლა. ისინი თავად იცვლებიან, მისი გავლენით და არიან ადამიანები, რომლებსაც გარემო ვერ ცვლის. ისინი თავად ცვლიან გარემოს, გარდაქმნიან მას და რთული სიტუაციიდან სარგებელს და ცოდნას იღებენ. ადამიანის გადასაწყვეტია ის, თუ რთულ სიტუაციაში როგორ მოიქცევა.
არხის სხვა სიახლეები:* სიცოცხლე მარსზე ჩაისახა* როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო მძიმეა – ერთი კილოგრამი ბამბა, თუ რკინა?* ყველაზე შთამბეჭდავი სამოსით, წითელ ხალიჩაზე (15 ფოტო)* უძველესი ასტრონავტები – ვინ იყვნენ? უცხოპლანეტელები კოსმოსიდან, თუ...* მეცნიერებმა უძველესი ცივილიზაციების დაღუპვის მიზეზი დაასახელეს* ასტრონომებმა პარალელური სამყაროს სავარაუდო კვალი აღმოაჩინეს* მათ გარეგნობაში მხოლოდ ერთი დეტალი დაიმატეს და ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ (15 ფოტო)35 1-ს მოსწონს
|