x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დიდი სიბრძნე, მარტივად

image


1. ერთხელ, თაგვმა შეამჩნია, რომ ფერმერმა, ფერმაში, სათაგური დადო. მან ამის შესახებ, ქათამს, ცხვარს და ძროხას უთხრა. მაგრამ, ყველა მათგანმა უპასუხა: «სათაგური – შენი პრობლემაა, ჩვენთან მას არაფერი აქვს საერთო!»

მოგვიანებით, სათაგურში გველი მოხვდა და ფერმერის ცოლს უკბინა.

ავადმყოფი ცოლისთვის, ფერმერმა ქათმის სუპი მოამზადებინა. შემდეგ, ცხვარი დაკლა, ცოლის მნახველები რომ დაეპურებინა და ბოლოს, ძროხაც დაკლა, რომ ფერმერის ცოლი, უკანასკნელ გზაზე, ღირსეულად გაეცილებინათ.

და მთელი ამ ხნის მანძილზე, ყოველივე ამას, თაგვი, კედელში გაკეთებული ნახვრეტიდან, თვალს ადევნებდა და ისეთ რაღაცეებზე ფიქრობდა, რომელსაც არავისთან, არანაირი შეხება არა ჰქონდა.


მორალი: თუ თქვენ რამე, პირდაპირ არ გეხებათ, ნუ იფიქრებთ, რომ ეს რაღაც, ოდესღაც თავში არ დაგეცემათ.


2. არწივი ხეზე იჯდა, ისვენებდა და არაფერს აკეთებდა. ის პატარა კურდღელმა დაინახა და ჰკითხა:

– შეიძლება, მეც თქვენსავით დავჯდე და არაფერი ვაკეთო?

– რა თქმა უნდა, რატომაც არა, – უპასუხა არწივმა.

კურდღელი ხის ქვეშ დაჯდა დასასვენებლად. უეცრად, საიდანღაც, მელა გამოჩნდა, სტაცა კურდღელს პირი და შეჭამა.


მორალი: იმისათვის, რომ იჯდე და არაფერი აკეთოთ, ძალიან, ძალიან, მაღლა უნდა იჯდე.


3. ფერმაში ცხენი გახდა ავად. ვეტერინარმა ღრმად ჩაისუნთქა და თქვა:

– დილით თუ არ ადგება, მე მას დავაძინებ...

დილით ცხენი არ ადგა. მას გვერდით ცხვარი მიუწვა და ამ დროს, მის სანახავად, ფერმერი და ექიმი მივიდა.

ცხვარმა ცხენს უთხრა:

– ადექი, თორემ მოკვდები!

და ცხენი ადგა...

ცხენის გადარჩენით, გახარებულმა ფერმერმა წამოიძახა:

– ეს საოცრებაა!.. უნდა აღვნიშნოთ! ასეთი შემთხვევის გამო, ჩვენ ცხვარს დავკლავთ!


მორალი: ნუ ჩაერევით სხვის საქმეში. მაგრამ, არც სათაგურის ისტორია დაივიწყოთ.


4. სამი ადამიანი ქვებს ეზიდებოდა.

ერთ-ერთს ჰკითხეს:

– რას აკეთებ?

მან შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და უპასუხა:

– ვმუშაობ.

მივიდნენ მეორესთან და იგივე კითხვა დაუსვეს.

მან პერანგის სახელოები გადაიწია და საქმიანად უპასუხა:

– ფულს ვაკეთებ.

მივიდნენ მესამესთან, იგივე კითხვით.

მან ზევით აიხედა და უპასუხა:

– ტაძარს ვაშენებ.


მორალი: აზრიანი მხოლოდ მისი ცხოვრება არის, ვინც დიად მიზანს ემსახურება.


5. ქალაქში ყველასთვის ცნობილი მილიონერი სახლში ტაქსით მივიდა. მან მძღოლს ზუსტად იმდენი გადაუხადა, რამდენიც მრიცხველზე იყო დაფიქსირებული. მძღოლს გაუკვირდა:

– მე გუშინ, თქვენი ვაჟი მოვიყვანე და მან 100 დოლარი მომცა ზედმეტი.

– აბა რას ელოდით? მას მამა ჰყავს მილიონერი, მე კი ობოლი ვარ.


მორალი: მხოლოდ მან იცის ფულის ფასი, ვინც მას გამოიმუშავებს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ნამდვილ ურთიერთობებზე, იუმორით

* ამ 5 ფაქტის ცოდნას, თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

* უადგილო იმიჯი – 10 მსახიობი, რომელსაც როლის მიხედვით, "სიშიშვლე" არ სჭირდებოდა



4
443
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
443
  
2023, 6 აპრილი, 22:01
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 5 აპრილი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 აპრილი, 23:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 31 მარტი, 22:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4