x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცნობილი ვარსკვლავები, რომლებმაც ტუბერკულოზი გადაიტანეს
image24 მარტს მსოფლიო ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს, ( 1882 წლის 24 მარტს რობერტ კოხმა აღმოჩინა დაავადების გამომწვევი ჩხირი)ამ ვერაგმა დაავადებამ საუკუნეების მანძილზე მილიონობით ადამიანი შეიწირა, მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის ტუბერკულოზის პრევენცია და მკურნალობა შესაძლებელია, მაინც ყოველწლიურად ამ სენით 9 მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება და მილიონზე მეტი იღუპება, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა(95%) მესამე სამყაროს ქვეყნებზე მოდის.


დღეს გაგაცნობთ იმ ცნობილ ადამიანებს, რომელბიც ტუბერკულზიოთ დაავადნენ.



1)სოფია როტარუ-ლეგენდარულ პოპ მომღერალს ტუბერკულოზი შეხვდა 27 წლის ასაკში, სხვათა შორის მკურნალობდა თბილისში, ამჟამად მომღერალი 75 წლისაა.


image



დოო პეში- ცნობილ გერმანელ როკ-მომღერალს ტუბერკულოზი 80-იანი წლების დასაწყისში შეხვდა, მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა მხოლოდ 1 წლის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს, მის შემდეგ 40 წელი გავიდა და მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია.

image


ტინა ტერნერი-ტინა შორეულ 1970-იან წლებში დაავადდა ტუბერკულოზით. მას დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ, რადგან იმ დროს ჯერ არ იყო ადეკვატური მკურნალობა. მისი ავტობიოგრაფიის მიხედვით, მას აგრეთევ დაეხმარა ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჰომეოპათია და ლოცვა. ახლა თინა 83 წლისაა.


image


რინგო სტარი-ლეგენდარული "ექს-ბიტლზი" რომ დრამერია, გარკვეულწილად ტუბერკულოზის დამსახურებაა;როკ-მუსიკის ისტორიაში ამ უნიკალურ ადამიანს 13 წლის ასაკში ტუბერკულოზი შეხვდა. მან ორი წელი გაატარა სანატორიუმში, სადაც, მოწყენილობის გამო, უბრალოდ ჯოხებს უტყამდა პალატაში დადგმულ ტუმბოებს . შემდეგ მას ტამბურინი და ბარაბანი მიუტანეს. იქიდან დაიწყო ყველაფერი.რინგო ამჟამად 82 წლისაა

image

კარლოს სანტანა-ლეგენდარული მექსიკელი გიტარისტი ტუბერკულოზით დაავადდა, 1960-იანი წლების მეორე ნეხვარში, კარიერის დასაწყისში, რა დროსაც სამი თვე იწვა საავადმყოფოში.ამჟამად მუსიკოსი 75 წლისაა.

image

ტომ ჯონსი-უელსელი მომღერალი ბავშვობაში, 1952 წელს დაავადდა ტუბერკულოზით, რა დროსაც ორი წლის განმავლობაში სახლში მკურნალობდა.

"ორი წელია იზოლირებული ვიყავი სახლში. გარეთ გასვლა არ შემეძლო; პირველი წელი საწოლიდან ადგომა არ შემეძლო. ტუალეტი ბაღში იყო!"-თქვა მან BBC Radio-სთან ინტერვიუში . მომღერალი ამჟამად 82 წლისაა.

image


ედიტა პიეხა-პოლონური წარმოშობის რუსი მომღერალი, ჯერ კიდევ ბავშვობაში დაავადდა ტუბერკულოზით, რამაც ფილტვებზე ნაწიბურები დაუტოვა. მას ხშირად აწუხებს ბრონქიტი, განსაკუთრებით გაზაფხულზე და შემოდგომაზე, რის გამოც წყვეტს კონცერტებს. ახლა ის 85 წლისაა.

image


იხილეთ ამავე თემაზე

24 მარტს მსოფლიო ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს, ( 1882 წლის 24 მარტს რობერტ კოხმა აღმოჩინა დაავადების გამომწვევი ჩხირი)ამ ვერაგმა დაავადებამ საუკუნეების მანძილზე მილიონობით ადამიანი შეიწირა, მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის ტუბერკულოზის პრევენცია და მკურნალობა შესაძლებელია, მაინც ყოველწლიურად ამ სენით 9 მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება და მ...

2
154
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
154
  
2023, 25 მარტი, 22:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 24 მარტი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2