x
image
Yoona
Mediator image
ცნობილია 2023 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნები
გაერომ 2023 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. ორგანიზაცია SDSN-მა 2023 წლის ანგარიში „მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნები“ გლობალური კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.


image

ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებმა პირველი ადგილის დაკავებით ვერ გაგვაოცეს. ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 90-ე ადგილს იკავებს.


რომელი ქვეყნებია ყველაზე ბედნიერი? გადავხედოთ რეიტინგს.


10. ახალი ზელანდია


image

ახალი ზელანდიის მაცხოვრებლებს შედარებით კომფორტული ცხოვრება აქვთ. ბევრს სამუშაოს შემდეგ მეტი თავისუფალი დრო აქვს ბუნებაში დროის გასატარებლად. გასაგებია, რომ ბედნიერები არიან სამუშაო - პირადი ცხოვრების ბალანსის, პოლიტიკური სტაბილურობისა და ქვეყანაში უსაფრთხოების მაღალი დონით.


9. ლუქსემბურგი

image

ბედნიერების მაღალი რეიტინგი ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიცაა ლუქსემბურგი, განპირობებულია ნაწილობრივ ქვეყნის მაღალი მშპ-ით, თავისუფლების მაღალი დონითა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით.


8. შვეიცარია

image

მგონი ეს შვეიცარიული შოკოლადის დამსახურებაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მარტო ეს არაა საკმარისი. აქ ხალხის ბედნიერებას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: განვითარებული ჯანდაცვის სისტემა, მაღალი მსყიდველობითი უნარი და ეკოსისტემების სიახლოვე ურბანულ ცენტრებთან.


7. ნორვეგია

image

ნორვეგია მშპ-ს თვალსაზრისით განსაკუთრებით კარგ ადგილს იკავებს. ქვეყანა გამოირჩევა „სოციალური მხარდაჭერის“ კატეგორიაში და „სიცოცხლის ხანგრძლივობის“ კატეგორიაში. კიდევ ერთი სფერო, რომელშიც ქვეყანა გამოირჩევა, არის „არჩევნის თავისუფლება“.


6. შვედეთი

image

ერთი შეხედვით, მარტივი ფაქტორია, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის, ძლიერი სოციალური დაცვის სისტემის, შედარებით დაბალი დანაშაულის და დაბალი უმუშევრობის დონის წყალობით, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თავს უბედურად თვლის ამ ქვეყანაში, ძალიან მცირეა.


5. ნიდერლანდები

image

აქ მაცხოვრებლები კმაყოფილნი არიან სამსახურით, სოციალურ მხარდაჭერაზე მარტივი წვდომით, ფსიქიკური ჯანმრთელობით და კეთილდღეობით. ნიდერლანდებს კარგი შედეგი აქვთ გულუხვობის ინდექსში, მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალურ მხარდაჭერისა და კორუფციის ინდექსში. ერთ-ერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც ყველაზე ნაკლები კორუფციაა ფინეთისა და დანიის შემდეგ.


4. ისრაელი

image

ბოლო წლებში ქვეყანაში სოციალური სფერო, ჯანდაცვის და განათლების სისტემები გაუმჯობესდა, ამიტომ ბედნიერი ქვეყნების სიაში მოხვდა.


3. ისლანდია

image

ისლანდია იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც კმაყოფილნი არიან სკანდინავიელი მეზობლებით, კარგი მაჩვენებლებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, დაბალი კორუფცია და სოციალური ნდობის მაღალი დონე, გულუხვობა და თავისუფლება.


2. დანია

image

ეს არაა დამთხვევა. სკანდინავიის ქვეყნებს ძალიან მაღალი ადგილი უკავია ბედნიერების ანგარიშში, რადგან მათ აქვთ უფასო განათლება და ჯანდაცვა, დანაშაულის დაბალი დონე, სოციალური მხარდაჭერის მოსახერხებელი სისტემა და შედარებით ერთგვაროვანი მოსახლეობა, რაც მათ საკმაოდ წარმატებულს ხდის.


1. ფინეთი

image

ქვეყანა, რომლის საშუალო ტემპერატურა -20 გრადუსია, ბოლო წლებში სხვადასხვა ორგანიზაციამ ყველაზე სტაბილურ, თავისუფალ და უსაფრთხო ქვეყნად დაასახელა. ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ აქვთ კარგი სოციალური სისტემა.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. რეიტინგი: 2023 წლის ყველაზე ძლიერი და სუსტი პასპორტები მთელ მსოფლიოში

2. თებერვალში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 754%–ით გაიზარდა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით

3. იაპონიაში ოფისის თანამშრომლებისთვის კაფსულებს მდგომარე ძილისთვის ქმნიან

4. კვლევამ აჩვენა, რომ სამუშაო დღე დღის 3 საათზე უნდა დასრულდეს

5. ჭურჭლის მრეცხავმა 21 მლნ მოიგო მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ კვირა დღეს მუშაობა აიძულეს

6. 15 უჩვეულო პროფესია, რომლითაც ადამიანები თავს ირჩენენ

0
100
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
100