სხვა „ამ ქარაქუცა კანონმდებელმა ქართველი ჯარისკაცები მონებად მოიხსენია და იცით, რატომ?" - რას წერს გელა ზედელაშვილი 2023, 23 მარტი, 2:59 ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებას სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: „გინდა პარლამენტში კანონპროექტის ჩაგდება? უწოდე მას რუსული! ნუ წაიკითხავ, ნუ ჩაუფიქრდები, ნუ გაანალიზებ, ნურც წარსულს გაიხსენებ, ნურც ისტორიას გადახედავ, ნურც დღევანდელ სიტუაციას გაითვალისწინებ, დაარქვი რუსული და ეგ არი, თავისით ჩავარდება! დაუძახე ე.წ. ახალგაზრდებს, გამორეკე რუსთაველზე, დაურიგე თითო თუმანი და კიდევ თრიაქი. გააბრუე და შთააგონე, რომ თუ პარლამენტი თავდაცვის საკითხებზე კანონს მიიღებს, თუ სავალდებულო გაწვევა არ გაუქმდება, ქვეყანა დაიღუპება და მომავალი თაობები გაიზრდებიან მონობაში. შთააგონე, პროექტი არ წააკითხო... პრინციპში, რომც უნდოდეთ, ვერ წაიკითხავენ, მაგისი თავი არ ექნებათ! დღეს ამ ქარაქუცა კანონმდებელმა ქართველი ჯარისკაცები მონებად მოიხსენია და იცით, რატომ მოიხსენია? იმიტომ, რომ მამაოების მოწმობებს ვეღარ გასცემს, არმიაში სამსახურს ვეღარავის აარიდებს და „დარმავოი" მაყუთს ვეღარ ჩაიჯიბავს. აი, ეს არის მთავარი ინტერესი ამ სულით დაკომპლექსებული მონისა... და არა ის, რომ ამ არეულ დროებაში მაინც იფიქროს ქვეყნის დალაგებაზე. ალბათ როდისმე დადგება დრო, როცა ჩვენც გვეყოლება დაქირავებული არმია, მაგრამ ამ ეტაპზე, ახალგაზრდებს მოუწოდო, ჯარისკაცობა ნიშნავს მონობასო, ეს არის ღალატი. მერე იტყვიან, მოღალეტეებს რატომ გვეძახითო?! ნეტავ ამას, ცხრამეტი ნაოჭი რომ აქვს შუბლზე, რაღა უნდა, საიდან მოხვდა პარლამენტში, როდის ავირჩიეთ?! ვააახ, კაცოოო... ტელევიზორში გამოიყვანენ, შეხედავ, არაფრად ვარგა, კაცს არ ჰგავს, ადამიანს არ ჰგავს, ლამის გული გაგისკდეს, მოიხედავ და უმაღლეს ორგანოში ზის. კაცმა არ იცის, საიდან და რანაირად წამოჯდა", - წერს ზედელაშვილი. 73 1-ს მოსწონს |
ყველაზე ცუდი ამ ამბავში ის არის,რომ სხვადასხვა გამონაკლისები ძალაში ცვლილებების გამოცხადებისთანავე შედის,ხოლო ბენეფიტები 2025 წლიდან. ამას რა ქვია? ე.ი. ჯარი მნიშვნელოვანია და საჭიროა პირობების გაუმჯობესება,თუმცა 2025 წლიდან,მანამდე ვიფხანოთ? თან ამ პარლამენტში 4 კაცი არის ნორმალურად მოაზროვნე ამ საკითხე და ესენი არიან გირჩები. მთავარი რუსული საქმე არის ამ ქვეყანაში ჯარის გაპარტახება და ეს ახალი რეფორმა სწორედ ამას ეხება. ეს კანონი გააპარეს იმ ვითომ აგენტების კანონზე ყვირილის ფონზე,რომლის მიღებას არც არავინ აპირებდა. ენჯეოებს არ აწყობთ ინფორმირებული მოქალაქე,თუმცა ოცნებას აწყობს რო?