x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დედამ, რომელსაც შეთქმულების თეორიების სჯეროდა, მთელ ოჯახს თვითმკვლელობა აიძულა
image

დედას, რომელსაც სჯეროდა შეთქმულების თეორიების, დაარწმუნა თავისი ქმარი, და და შვილები, რომ მეშვიდე სართულის ბინიდან გადმომხტარიყვნენ, რადგან პანდემიისა და უკრაინის ომის შემდეგ, აღარ ღირდა ამ სამყაროში ცხოვრება.



41 წლის ნასრინ ფერაუნი, მისი ტყუპისცალი და ნარჯისი, 40 წლის ქმარი ერიკ დევიდი, და მათი რვა წლის ქალიშვილი დაიღუპნენ შვეიცარიაში, ქალაქ მონტრეში, ბინის აივნიდან გადმოხტომის შედეგად. გადარჩა მხოლოდ 15 წლის ვაჟი.


გამომძიებლების თქმით, ის კომაში იმყოფებოდა, მაგრამ მას შემდეგ ერთი წელი გავიდა, გამოჯანმრთელდა, თუმცა არ ახსოვს 2022 წლის 24 მარტის მოვლენები.



image

სასამართლო ექსპერტიზამ მათზე ძალადობრივი ნიშნები ვერ აღმოაჩინა, გაკვეთის შედეგად ვერც ნარკოტიკების კვალი იპოვეს. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ აივნიდან გადმოვარდნის შემდეგ ოჯახის არც ერთი წევრი არ ყვიროდა, რაც ამტკიცებს იმას, რომ თვითმკვლელობა კოლექტიურად განხორციელდა.


შვეიცარიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოჯახის დედა და მისი ტყუპი და ღრმად იყვნენ ჩაფლულები შეთქმულების თეორიებში.


"მათი კოლექტიური თვითმკვლელობა საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი, მათ რეპეტიციაც კი გაიარეს და ოჯახი ელოდა შესაფერის მომენტს, რათა "უკეთეს სამყაროში გადასულიყვნენ", - განაცხადეს სამართალდამცავებმა ბინის და ოჯახის ელექტრონული მოწყობილობების ჩხრეკის შემდეგ.

image

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით დილის 7 საათისთვის ოჯახის ხუთივე წევრი ხუთ წუთის ინტერვალით გადახტა აივნიდან.


„მოვლენებამდე ან მის დროს არც ერთ მოწმეს, მათ შორის ორ პოლიციელს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე პატრულირებდნენ დილის 6:15 საათიდან და არც გამვლელებს შენობის ძირში, არ გაუგია ბინიდან ან აივნიდან ოდნავი ხმაური ან ყვირილი. “, - აცხადებენ პოლიციაში.


image

სამართალდამცვებმა ისიც აღნიშნეს, რომ ”პანდემიის დაწყების დღიდან ოჯახი ძალზე დაინტერესებული იყო შეთქმულებისა და გადარჩენის თეორიებით.ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩვენი სამყარო მტრული ადგილი იყო და შვილებსაც იგივეს სჯეროდათ. Covid-19-ის პანდემიამ და უკრაინის ომმა მხოლოდ გააძლიერა ეს რწმენა.”-წერს გამოცემა Daily mail-ი.





0
220
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0