არჩევნების გაყალბების ჯერ არნახული მეთოდი.
არ დავიჯერებდი, საკუთარი თვალით რომ არ მენახა, როგორ წავიდა ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე საკუთარი კალმით. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ბოლო დღეებში ხმა გავრცელდა- "კალმები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე რიგდება, ორ საათში იშლება და ასე აპირებენ არჩევნების გაყალბებასო." სწორედ ამ მიზეზის გამო, დიდი დიღმის ამომრჩევლების ნაწილი, საარჩევნო უბანზე საკუთარი კალმით წავიდა.