საზოგადოება 10 მიზეზი თუ რატომ არ უნდა ეკამათო საყვარელ ქალს- გია მურღულიასგან 2023, 21 მარტი, 15:10 ![]() 1. შეიძლება, არ მოეწონოს – ეს ყველაზე დიდი და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ამ სოფელში არც მთავრდება; 2. რომც მოუგო, იმ დღეს თუ არა, სხვა დროს მაინც წააგებ – და არა ერთხელ; 3. კამათში დამარცხებისას მისი მშვენიერება იმალება, რაც შენს გამარჯვებას აუტანელს ხდის; 4. მისი დამარცხება იმდენად იშვიათია, რომ სახსენებლად და შეჩვევად არც ღირს – უფრო მეტი ყალბი განცდა ილუზიების მაღაზიაშიც დეფიციტია; 5. ეს იმიტომ ხდება, რომ სათანადო არგუმენტები და დეტალები მას გაცილებით უკეთ და სრულად ახსოვს – ამ ტიპის მახსოვრობის ან მიხვედრილობის შედარებისას შენი შანსები ნულია; 6. კრიტიკულ ვითარებაში ერთს გაიღიმებს და წინარე მიღწევები განზე დაგრჩება – ეს აბსოლუტური იარაღია; 7. მის მხარეს იქნება ყველა ქალის ადრინდელ გამარჯვებათა ძალა, მაშინ როდესაც შენ მხოლოდ ინდივიდუალურად გაირჯები – ქალთა სოლიდარობის ძალა დედამიწის სხვა მოსახლეებისას ხარისხობრივად აღემატება; 8. ათასში ერთხელ წაგებულ კამათს ის არ დაივიწყებს და ვაგლახად გაგახსენებს ნებისმიერ საჭირო შემთხვევაში – მაგალითად, უფსკრულის პირას სეირნობისას; 9. მისი მარცხის საფასურს ნებისმიერ შემთხვევაში შენ გადაიხდი – ეს გარდაუვალი კომპენსაციაა; 10. თუ გაიმარჯვე, ისე შემოგხედავს, რომ სამყაროს არსებობის პირველი წამისა და საკუთარი დაბადების შეგრცხვება; პირველი 10 ამბავი ვერ გაიგე ან არაფრად ჩააგდე? – სჯობს ახლავე მიხვიდე და წინასწარ ბოდიში უთხრა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს სახლზე დაუყოვნებლივ გაჩნდება წარწერა: “აქ ცხოვრობს სულელი”. ჯერ კიდევ ძველები ამბობდნენ: “არსებობს ქალის მართვის ორი გზა. პირველი – დაემორჩილო, მეორე კი არავინ იცის”. 17 1-ს მოსწონს
|