x
image
მარიამმ პაიჭაძე
„აბა, თითის მიმჭერად აგირჩიეს დეპუტატად?" - დიმიტრი ლორთქიფანიძე დავით სერგეენკოს

დიმიტრი ლორთქიფანიძე დავით სერგეენკო


ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სერგეენკოს კომენტარს ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:



„კომპეტენცია არ მქონდა, ეს კანონპროექტი წამეკითხა და გავრკვეულიყავიო(!!).


აბა, თითის მიმჭერად აგირჩიეს დეპუტატად?



დეპუტატი რომ ამას იტყვის, ახალგაზრდობას რაღა უნდა მოკითხო?!


საბოტაჟი, ამას ჰქვია!!!", - წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.


„TV-პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ იყო რუსული კანონი ასე მიუღებელი, რის გამოც დავით სერგეენკო არ მივიდა კენჭისყრაზე, დეპუტატი პასუხობს:


„ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს. ვერ გეტყვით, რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე კანონპროექტი, არ მაქვს მაგის კომპეტენცია, მაგრამ ვხედავდი ამ დამოკიდებულებას და ალბათ, ეს იყო გადაწყვეტილების საფუძველი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.



დიმიტრი ლორთქიფანიძე სქრინი







1
535
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
535
  
საქართველოს მოღალატეთა და უუნაროთა დემოკრატიული რესპუბლიკა
0 1 1