ადმინისტრაციული გერმანიაში მამაკაცმა მეგობარს 11-ჯერ დაარტყა დანა საკუთარი პენისების სიგრძეზე კამათის გამო 2023, 20 მარტი, 14:01
გერმანელ მამაკაცს პირობითი სასჯელი მიესაჯა მას შემდეგ, როდესაც მან თავისი მეგობარი საუნაში 11-ჯერ დაჭრა დანით მათი პენისების ზომებზე კამათის შემდეგ.
29 წლის მამაკაცმა დანით დაჭრა თავისი 37 წლის მეგობარი ნასვამ მდგომარეობაში კამათის შემდეგ 2022 წლის 3 აპრილს;სასამართლო კი ამ საქმესთან დაკავშირებით გასულ კვირას გაიმართა გერმანიის ქალაქ პადერბორნში. მათ კიდევ ერთ მამაკაცთან ერთად მსხვერპლის სახლში დალიეს ალკოჰოლი, რის შემდეგაც, დილის 5 საათზე გადაწყვიტეს საუნაში შესვლა. როგორც გერმანულ გაზეთი Bild am Sonntag-ი წერს სასამართლოზე დაყრდნობით : „ყველა მონაწილე უკვე საკმაოდ მთვრალი იყო. ერთ-ერთმა მამაკაცი, სავარაუდოდ, საუნის ქვებს ლუდს ასხამდა“. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ საუნაში, პირდაპირ ორთქლის ოთახში მათ ჩხუბი დაიწყეს აბსურდულ საკითხზე- პენისის ზომებზე. ვის უფრო გრძელი ჰქონდა, როგორც ჩანს, სიგრძით ისინი თითქმის თანაბარი იყვნენ და არცერთ მოწინააღმდეგეს არ ჰქონდა აშკარა უპირატესობა. ალბათ, იქ კამათი მიდიოდა რაღაც მიკრონებზე, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. მესამე მამაკაცმა ისინი გააშველა და 7:15 წუთზე სახლში გადავიდა და თან ჩხუბის მონაწილე-29 წლის მამაკაციც გაიყოლა.მაგრამ ამ უკანასკნელმა ვერ მოისვენა და უკან დანით ხელში დაბრუნდა, მან 37 წლის მეგობარს 11 ჭრილობა მიაყენა. სასამართლოზე მან გულწრფელად მოინანია დანაშაული, გამოფხიზლებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ბოდიში მოუხადა მეგობარს, რომელიც საბედნიეროდ გადარჩა.ამის გარდა მას დაეკისრა 10 ათასი ევრო კომპენსაციის გადახდა. ალბათ იმასაც დათანხმდა, რომ მისი ჭუჭუ უფრო მოკლეა, ვიდრე მეგობრის. 133 3-ს მოსწონს
|