სხვა გველით გამოცდა 2023, 22 მარტი, 9:31 ერთ დღეს უკვდავების კლანის პატრიარქთან რამდენიმე ახალგაზრდა მივიდა, რომლებსაც «ჭეშმარიტების გზის» შეცნობა უნდოდათ და ამისთვის, მზად იყვნენ, გამოცდა გაევლოთ. ბრძენმა, მის სახლის მახლობლად, რამდენიმე ორმოს ამოთხრა და თითოეულში, გამოსაცდელი ახალგაზრდების ჩასმა ბრძანა. ამის შემდეგ, ყველა ორმოში თითო გველი ჩააგდეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ბრძენი, თავისი მოსწავლეებით ერთად, ახალგაზრდების სანახავად წავიდა. პირველ ორმოში, შიშისგან გაქვავებული სახით, ფერმკრთალი ახალგაზრდა იჯდა. ის ზურგით მიწას ეკვროდა და ადგილიდან არ ინძრეოდა. შეხედა მას ბრძენმა და თავის მოსწავლეებს უთხრა: — ეს ადამიანი ვერ შეძლებს, სიმშვიდეზე გამავა, ჭეშმარტების გზის შეცნობას, რადგან ის ბუნებით მსხვერპლია და ყოველთვის გამარჯვებულის წყალობის იმედად იქნება. მას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, ვიდრე გონებით, საკუთარი სხეულის მორჩილებას ისწავლის. მეორე ორმო ცარიელი დახვდათ, რადგან შიშისგან ბიჭი ამოხტა და გაიქცა. ამ ორმოს ნახვის შემდეგ, ბრძენმა თქვა: — ვერც ეს შეძლებდა ჩვენთან სწავლას, რადგან მშიშარაა და შიში ფლობს მის სხეულს. ასეთი ადამიანი მეომარიც კი ვერ გახდება. შემდეგ ორმოში, ბრძენმა თავის მოსწავლეებთან ერთად, გამარჯვებული იერის ახალგაზრდა ნახა, რომელიც მკვდარ გველზე ამაყად იჯდა. ბრძენმა თავი სევდიანად გაიქნია და თქვა: — ვინც ამ ორმოში ზის, მეომრის საქციელი ჩაიდინა. მაგრამ, ის ჯერ კიდევ არ არის მზად სიმშვიდის სიბრძნის გასაგებად, რადგან მის სხეულს მტაცებლის ფიქრები აკონტროლებენ... ამიტომ მას, სამყაროს სურათის დანახვა არ შეუძლია. მეოთხე ორმოში ახალგაზრდა უდარდელი სახით იჯდა, ისე, თითქოს მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო. ხოლო, მის სიახლოვეს გველი დახოხავდა. — ეს ახალგაზრდა, — თქვა ბრძენმა, — ხედავს სამყაროს სურათს, მაგრამ აქვს ასკეტის გონება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვერ შეძლებს სხვებთან ჰარმონიაში ცხოვრებას. მისთვის ჯერ ადრეა სიმშვიდის არსის გაგება, რადგან ის საკუთარ სიცოცხლეს არაფრად აგდებს და სხეულზე არ ზრუნავს. ბრძენი და მისი მოსწავლეები ბოლო ორმოსთან მივიდნე, შიგნით ჩაიხედეს და ახალგაზრდა დაინახეს, სახეზე ყოველგვარი დაბნეულობის და შიშის გარეშე, ამასთან, ის იღიმოდა კიდეც. ხოლო გველი, ასევე მშვიდად, მის შორი–ახლოს დახოხავდა. ბრძენი, ისე რომ ხმა არ ამოუღია, ორმოს მოსცილდა და მხოლოდ მას შემდეგ დაელაპარაკა მოსწავლეებს, რაც სახლში დაბრუნდა. — ხედავდე სამყაროს სურათს და იცხოვრო მასთან ჰარმონიაში, არ ეწინააღმდეგებოდე მოვლენების მიმდინარეობას, მაგრამ მართავდე მას — განა ეს არა არის სიმშვიდის წყარო, რომელსაც ჭეშმარიტებამდე მივყავართ? ხვალიდან ის, ვინც გამოცდა წარმატებით გაიარა, თქვენ შემოგიერთდებათ. არხის სხვა სიახლეები:* მეცნიერებმა უძველესი ცივილიზაციების დაღუპვის მიზეზი დაასახელეს* 5 ფაქტი მეკობრეების შესახებ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ* გოგონა, რომელიც საზოგადოების ნაწილს უსულოდ მიაჩნდა* მონსტრები თუ ჩვეულებრივი ადამიანები? – მესამე რაიხის ყოველდღიურობა (20 ფოტო)* ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა გველი დედამიწაზე* რაც არ უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც არ დაგვეთანხმება...* მეგალითური ნაგებობები, ცივილიზაციის კატეგორიები და ჩვენი ადგილი რეიტინგში, განვითარების დონის მიხედვით684 3-ს მოსწონს
|