x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
ნატვრის ხე

image


ინდოელი მამაკაცი მოგზაურობდა და მოულოდნელად, სამოთხეში მოხვდა (ინდოეთში სამოთხის კონცეფცია – ნატვრის ხესთან ასოცირდება). როგორც კი კაცი ამ ხის ჩრდილში მოხვდა, მისი სურვილების ასრულება, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, დაიწყო. მოგზაური დაღლილი იყო, დაწვა ხის ძირში და დაიძინა. ხოლო, როდესაც გაიღვიძა, შიმშილი იგრძნო და გაიფიქრა:

— ძალიან მშია. ნეტა, სადმე ცოტა საჭმელ–სანოვაგე მაშოვნინა... და მაშინვე, არსაიდან, საჭმელი გაჩნდა – პირდაპირ ჰაერიდან მოცურდა. თან, ყველაფერი, ძალიან გემრიელი იყო. მამაკაცს ისე შიოდა, რომ იმაზე არ დაფიქრებულა, თუ საიდან გაჩნდა საჭმელი. ის მაშინვე, "მორთმეულ" კერძებს შეექცა და კარგადაც დანაყრდა…

საკვების მიღების შემდეგ, მას მოსწყურდა:

— რამე დასალევი რომ მქონდეს, კარგი იქნებოდა – გაიფიქრა მან.

და უეცრად, ღვინით სავსე ბოთლი გაჩნდა. იწვა ხის ჩრდილში კაცი, სვამდა ღვინოს და სამოთხის გრილი ნიავის ფონზე, მან გაოცება დაიწყო:

— ეს რა ხდება? იქნებ, მძინავს? ან იქნებ, აქ მოჩვენებები არიან, რომლებიც მეხუმრებიან?

და მოჩვენებებიც გამოჩნდნენ... ისინი საშინლები, სასტიკნი და ამაზრზენი იყვნენ – სწორედ ისეთები, როგორიც მას წარმოედგინა.

კაცი აკანკალდა და გაიფიქრა:

— ახლა ისინი, აუცილებლად მომკლავენ.

და მათ ის მოკლეს...


მორალი: აზრი მატერიალურია. ჩვენ, ჩვენს ცხოვრებას, აზრებით ვაყალიბებთ. ამიტომ, საკუთარ თავზე, მხოლოდ დადებით კონტექსტში იფიქრეთ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* უძველესი ასტრონავტები – ვინ იყვნენ? უცხოპლანეტელები კოსმოსიდან, თუ...

* გველით გამოცდა

* მეცნიერებმა უძველესი ცივილიზაციების დაღუპვის მიზეზი დაასახელეს

* 5 ფაქტი მეკობრეების შესახებ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* გოგონა, რომელიც საზოგადოების ნაწილს უსულოდ მიაჩნდა

* მონსტრები თუ ჩვეულებრივი ადამიანები? – მესამე რაიხის ყოველდღიურობა (20 ფოტო)

* ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა გველი დედამიწაზე



0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0