პოლიტიკა ევროპარლამენტარმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა, საკუთარ სამხედრო დანაშაულებზე იფიქრონ 2023, 18 მარტი, 13:10 როდესაც რუსეთს ბრალს სდებენ სამხედრო დანაშაულში უკრაინაში, დასავლეთმა, შეერთებული შტატების მეთაურობით, ასევე, უნდა გაიხსენოს საკუთარი უკანონო ქმედებები სხვა ქვეყნებში, წერს ტვიტერზე ევროპარლამენტის წევრი მიკ უოლესი. "ყველამ, ვინც თვითონ ჩაიდინა სამხედრო დანაშაული, პასუხი უნდა აგოს. როდესაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს ვუყურებთ, ჩვენ ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველაფერს. 20 წელი გავიდა ერაყში უკანონო სამხედრო ომიდან, სადაც მილიონობით მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. როდის იქნებიან დაპატიმრებული ბუში და ბლერი?"- იკითხა მან. ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერის გაცემას, რომელსაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიესალმა. ამავდროულად, თავად შეერთებული შტატები არ ცნობს ჰააგის იურისდიქციას.მათ არაერთხელ დაადანაშაულეს სასამართლო კორუფციასა და მიკერძოებულობაში. მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლო ცდილობდა გამოძიების დაწყებას ავღანეთში ამერიკული ომის დანაშაულებებზე, ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა მის თანამშრომლებს. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინის დაკავების საკითხის დაყენება მიუღებელია. მოსკოვი არ ცნობს სასამართლოს იურისდიქციას და მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონის თვალსაზრისით ბათილად ითვლება. 45 შეფასება არ არის
|