სიახლეები იყიდება 1959 წელს გამოშვებული ახალი "ვოლგა"-გაზ-21 2023, 18 მარტი, 13:03
ქალაქ ტოლიატში, იშვიათი რარიტეტი გამოიტანეს გასაყიდად, მეტიც, ალბათ სხვაგან მსგავსს ვეღარსად იპოვით: ცისფერი "ვოლგა" -გაზ-М-21 -, წარმოებული 1959 წელს, რომლის მდგომარეობაც ისეთია, "თითქოს გუშინ გადმოვიდა კონვეირიდანო".
ავტომობილის გარბენი მხოლოდ 190 კმ-ია! დიფერი და რესორები ორიგინალი, ქარხნულად შეფუთულია, საბარგულში კი აქსესუარების სრული კომპლექტია. გამყიდველი საკმაოდ ბევრ თანხას ითხოვს ლეგენდარულ ავტომობილში - 21 მილიონი რუბლი.(დაახლოებით 600 000 ქართული ლარი) თანამედროვე დროშიც კი, ამ ვოლგის მონაცემები არც ისე არქაულად გამოიყურება - 2.5 ლიტრიანი ძრავა 70 ცხენის ძალით, სამ სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი და უკანა წამყვანი ბორბლები. მაგალითად, უახლესი Lada Vesta NG მხოლოდ 20 ცხ.ძ. უფრო ძლიერია და აქვს ორით მეტი, 5 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. მიუხედავად იმისა, რომ ამ მანქანებს ერთმანეთს თითქმის 65 წელი აშორებს. "ვოლგა" -გაზ-М-21 ე. წ. "მეორე სერიიდანაა", რომლის გამოშვებაც 1959 წლიდან დაიწყო, გამოდიოდა 1965 წლამდე. განცხადებაში არაა მითითებული, თუ მთელი ამ 65 წლის მანძილზე სად ინახებოდა ხელუხლებლად ლეგენდარული საბჭოთა ავტომობილი. 447 3-ს მოსწონს
|