x
მეტი
  • 24.02.2024
  • სტატია:133470
  • ვიდეო:356340
  • სურათი:507938
ვარსკვლავები, რომლებიც თავიანთ ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან

image


ყველა ქალს სურს რაც შეიძლება უფრო დიდხანს დარჩეს ლამაზი და ახალგაზრდა, ხოლო თუ საქმე ცნობილ პიროვნებებს ეხება, მაშინ ამ სურვილს კამერის წინ და სცენაზე ეფექტურად გამოჩენის ვალდებულებაც ემატება. გარდაუვალი სიბერის წინააღმდეგ ბრძოლას დიდი ძალისხმევა და ფინანსები სჭირდება, თუმცა არიან ქალები, რომლებიც არც თუ პატარა ასაკის მიუხედავად მაინც ლამაზად და მომხიბვლელად გამოიყურებიან. შესაძლოა, ეს მათი კარგი გენების დამსახურებაა, ან შესაძლოა ისინი განსაკუთრებულ საიდუმლოებებს ფლობენ რაც ჩვენ არ ვიცით? დღეს, სწორედ იმ საიდუმლობებისა და ხრიკების შესახებ ვისაუბრებთ რასაც ცნობილი სელებრითები სისტემატურად მიმართავენ.




ელიზაბეტ ჰარლი


image


დაიჯერებთ, რომ ეს ვნებიანი ლამაზმანი 55 წელს არის გადაცილებული? შესაძლოა ის უბრალოდ გვეხუმრება? თუმცა ინგლისელი მსახიობის თქმით, ის სილამაზის არანაირ საიდუმლოს არ ფლობს. 57 წლის მსახიობი მოზარდობის ასაკიდან სახლში ვარჯიშობს და გარკვეული რეჟიმით იკვებება.





რეიჩელ ვაისი

image


ნამდვილად ვერ დაიჯერებთ, როცა გაიგებთ, რომ ვაისი არც მეტი, არც ნაკლები 53 წლის არის. ინგლისელი მსახიობი თავის ასაკთან შედარებით ბრწყინვალედ გამოიყურება და ამის მიზეზი კოსმეტოლოგთან რეგულარული სიარული, სწორი კვება და სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშია.



იასმინა როსი

image


ცნობილი მოდელი თავის ჭაღარა თმას ასაკის მსგავსად არ მალავს. ფრანგული წარმოშობის ამერიკელი მოდელი 67 წლისაა. ქალის მშვენიერი ფიგურისა და სახის შემხედვარე შეუძლებელია დაიჯერო, რომ ის 35 წლის არ არის.




ორნელა მუტი

image


შეეცადეთ გამოიცნოთ რამდენი წლის არის ლეგენდარული იტალიელი მსახიობი. ერთადერთი მინიშნება შეიძლება მისი ხელები იყოს, რაც მხოლოდ იმაზე მიანიშნებს რომ ის 50 წელს გადაცილებულია, მაგრამ ნუთუ შეიძლება თვალი მოაშოროთ მსახიობის დახვეწილ ფიგურას და მის ახალგაზრდა სახეს? იტალიური კინოს ლეგენდა ხომ უკვე 68 წლის არის!




ენდი მაკდაუელი


image


თუ ვარსკვლავის თანამედროვე ფოტოებს მის საარქივო კადრებს შეადარებთ, გაგიკვირდებათ და მათ შორის ვერანაირ სხვაობას ვერ იპოვით. თავის 20 წლის ვერსიისგან მსახიობს მაქსიმუმ ჭაღარა თმა გამოარჩევს, რომელიც ასევე შეიძლება ბუნებრიობის ტრენდით გამართლდეს. შოუ - ბიზნესის ერთ- ერთი გამორჩეული სახე 64 წლისაა.




სალმა ჰაიეკი

image


მსახიობი რაც მთავარია გულით ახალგაზრდაა და დაბერებას საერთოდ არ აპირებს. ასაკის მიუხედავად ის თამამ საცურაო კოსტიუმებში აქტიურად პოზირებს, უპირატესობას გამჭვირვალე სამოსს ანიჭებს და არც ფლირტზე ამბობს უარს. ვარსკვლავი მიმზიდველი ფორმებისთვის პრაქტიკულად არაფერს აკეთებს. მექსიკელი ლამაზმანი სპორტიდან უპირატესობას მხოლოდ პილატესს ანიჭებს. აი, რეალურად ვის გაუმართლა გენებში, "სასოწარკვეთილის" ვარსკვლავი 56 წლის არის.




შერონ სტოუნი

image


მსახიობს ლამაზად დაბერება შეუძლია. ის არც სახეს იტენის ინექციებითა და არც სხეულის სხვადასხვა ნაწილს იდიდებს. "ძირითადი ინსტინქტის" ვარსკვლავი 65 წლისაა, რასაც მისი სახლის ფოტოებიდანაც კი ვერ იტყვით, ხოლო სწორი მაკიაჟითა და თმის ვარცხნილობით, ის მაშინვე 20 წლით ახალგაზრდავდება. შერონ სტოუნი რეგულარულად ვარჯიშობს და უპირატესობას სწორ კვებას ანიჭებს.








0
205
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
205