x
მეტი
  • 14.04.2024
  • სტატია:134297
  • ვიდეო:352801
  • სურათი:508399
3 იდუმალებით მოცული საქმე, რომლებიც ჯერ კიდევ გაუხსნელია

image


თქვენ წინაშეა სამი იდუმალებით მოცული საზარელი ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეძრა და რომელიც დღემდე გამოძიებული არ არის.




მკვლელი "ზოდიაქო"


image


ადამიანების უმეტესობა, საკუთარი დანაშაულებების შესახებ როგორც წესი დუმს, თუმცა სერიული მკვლელი ფსევდონიმით "ზოდიაქო" როგორც მან საკუთარი თავი თავად მონათლა, ადამიანთა ამ ჯგუფს არ განეკუთვნებოდა. ანონიმური მკვლელი 1968-1969 წლებში მთელს სან-ფრანცისკოს თავისი სასტიკი დანაშაულებებით ატერორებდა და ადგილობრივ გაზეთებში გაგზავნილი თავისი დაშიფრული წერილებით პოლიციას აღიზიანებდა. მის სახელს სულ მცირე ხუთი მკვლელობა უკავშირდება, თუმცა მისი მტკიცებით მას 37 ადამიანი ყავს მოკლული.

image


მისი ტერორი მაშინ დაიწყო როდესაც 16 წლის ბეტი ლუ ჯენსენი და 17 წლის დევიდ არტურ ფარადეი მათივე ტყვიით დაცხრილული მანქანის მახლობლად მწოლიარეები იპოვეს. ექვსი თვის შემდეგ წყვილი, რომელმაც მანქანა დანაშაულის ადგილიდან ოთხი მილის დაშორებით გააჩერა, ასევე იქნა დახვრეტილი, თუმცა ერთ - ერთი მათგანი სასწაულებრივად გადარჩა. გადარჩენილმა მაიკლ მაგომ პოლიციისთვის მკვლელის აღწერა შეძლო. მან აღწერა ბრგე აღნაგობის მამაკაცი, დაახლოებით 172.7 სმ-ის სიმაღლის. დარჩენილ მტკიცებულებებს კი მკვლელი "ზოდიაქო" პოლიციას თავად მიაწვდის.


image


იმავე ღამის 00:48 საათზე პოლიციამ უცნაური ზარი მიიღო: "მსურს შეგატყობინოთ ორმაგი მკვლელობის შესახებ, თუ "Columbus Parkway"-ის აღმოსავლეთით საჯარო პარკამდე ერთ მილს გაივლით, ყავისფერ მანქანაში ბავშვებს იპოვით. მათ 9მმ-იანი ლუგერით ესროლეს. შარშან მეც მოვკალი ეს ბავშვები. ნახვამდის". ერთი თვის შემდეგ გაზეთებმა მკვლელი "ზოდიაქოსგან" პირველი წერილი მიიღეს, სადაც ის პირველ გვერდზე მის გამოქვეყნებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანყით იმუქრებოდა. წერილში მკვლელობები იყო აღწერილი, ყველაფერი საიდუმლო შიფრებით იყო დაწერილი, რომლებიც თითქოს კოდს ქმნიდნენ. ეს იყო საერთო თემა მის მიერ გაგზავნილ სხვა წერილებთან, რომლებიც ჯვარედინი წრის სიმბოლოთი იყო ხელმოწერილი, ერთი შეხედვით, ეს ხელმოწერა კელტურ ჯვარს მოგაგონებდათ.


image


მსგავსი სიმბოლო მან ერთ-ერთი დანაშაულის ადგილზეც კი დატოვა. წერილებში "ზოდიაქო" შემდგომი ცხოვრებისთვის "მონების შეგროვებას" აანონსებდა და ახალი მკვლელობებითა და სასკოლო ავტობუსის აფეთქებით იმუქრებოდა. წერილები ოთხ შიფრს შეიცავდა, რომლებშიც მკვლელის თქმით, მის შესახებ მონაცემები იყო დაშიფრული, თუმცა არც ერთი მათგანი მკვლელის შესახებ პირად ინფორმაციას არ შეიცავდა.

image


მკვლელი "ზოდიაქო" დანაშაულებების ჩადენას კვლავაც განაგრძობდა, პარალელურად კი პოლიციას მტკიცებულებების სახით - მათთვის გაგზავნილ სისხლიან მაისურებს, კოდირებულ წერილებს, ანონიმურ სატელეფონო ზარებსა და მსხვერპლთა მანქანებზე გადაკვეთილ წრეებს უტოვებდა - თუმცა პოლიციამ მისი პოვნა მაინც ვერ შეძლო.




ტარა კალიკოს საქმე


image


1988 წლის 20 სექტემბრის დილა ნიუ-მექსიკოში ველოსიპედით სეირნობისთვის იდეალური დღე იყო. ტარა კალიკომ დედისგან მისი ვარდისფერი ველოსიპედი ითხოვა. ენერგიული და აქტიური ტარა ბანკში მუშაობდა და პარალელურად ფსიქოლოგიურზე სწავლობდა. სადილის შემდეგ გოგონა ჩოგბურთის თამაშს გეგმავდა, ამიტომ დედას სთხოვა საბურავის დაშვების შემთხვევაში თუ შუადღემდე ის სახლში არ დაბრუნდებოდა მისთვის მიეკითხა. გოგონა სახლში აღარ დაბრუნებულა...


image


ყველა ძებნა ჩიხში შედიოდა, სანამ ერთი წლის შემდეგ ფოტოსურათი არ იქნა ნაპოვნი, რომელზეც პირში ბურთ-ჩაჩრილი მისი ასაკის ახალგაზრდა ქალი და დაკარგული ბიჭუნა იყო გამოსახული. პოლაროიდის ფორმატის ფოტო ფლორიდაში, "Junior Food Store"-ის ავტოსადგომზე იქნა ნაპოვნი. ცხრა წლის მაიკლ ჰენლი, 1988 წლის აპრილში მამასთან ერთად ინდაურებზე ნადირობისას იმავე უბანში გაუჩინარდა სადაც კალიკო. ფოტოზე გოგონას გვერდით მისი საყვარელი ავტორის .ვ.კ. ენდრიუსის წიგნი იდო.


image


თავიდან ტარას დედას არ ეგონა, რომ ფოტოზე აღბეჭდილი გოგონა მისი შვილი იყო, თუმცა მასაც კალიკოს მსგავსი შრამი ჰქონდა, მტკიცებულებების ნაკლებობის გამო, ბევრი ექსპერტი აღნიშნულ ფოტოს სერიოზულად არ განიხილავს. 1990 წელს მაიკლ ჰენლის ცხედარი ზუნის მთებში იპოვეს, სადაც ის ნადირობდა, რაც მტკიცედ უარყოფს თეორიას იმის შესახებ რომ ორივე მათგანი ფლორიდაში იქნა წაყვანილი. კალიკოს მშობლები ისე გარდაიცვალნენ რომ მაინც ვერ გაიგეს მათი ქალიშვილის გამტაცებლის ვინაობა.




გემი "OURANG MEDAN"


image


გემი - მოჩვენებები არა მხოლოდ ლეგენდებსა და ფილმებში გხვდება, ამ რეალურ ისტორიაში მთელი ეკიპაჟი იდუმალებით მოცულ ვითარებაში დაიღუპა. ყველაფერი 1947 წელს დაიწყო, როდესაც გემები, რომლებიც ტალღებს მალაკის სრუტით (მალაკის ნახევარკუნძულსა და ინდონეზიის კუნძულ სუმატრას შორის) მიაპობდნენ, მოულოდნელად განგაშის სიგნალი შემოესმათ: "ყველა ოფიცერი, კაპიტნის ჩათვლით მკვდარია. შესაძლოა, მთელი ეკიპაჟი გარდაცვლილია." ამას მოჰყვა გაუგებარი მორზეს ანბანი და ბოლოს, "მე ვკვდები". ამერიკულმა ხომალდმა "Silver Star"-მა უბედურების სიგნალს უპასუხა და "Ourang Medan"-ი აღმოაჩინა, თუმცა გემბანზე ეკიპაჟის არანაირი კვალი არ იყო, ხოლო როდესაც ისინი გემზე ავიდნენ, საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ადამიანები გემბანზე იწვნენ, მათი სახეები კი ისე იყო დამახინჯებული, რომ შეიძლება გეფიქრათ რომ სიკვდილის წინ ისინი რაღაც საშინელების მომსწრენი გახდნენ.


image

კაპიტნის ცხედარი იქვე იქნა ნაპოვნი, კავშირგაბმულობის ოფიცერი კი ისევ თავის პოსტზე იყო და გაყინული თითებით ისევ ტელეგრაფს უჭერდა. ამერიკული ეკიპაჟი ბოილერის გემბანზე ჩავიდა, სადაც იგივე სიტუაცია აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ ას გრადუსზე მეტი იყო, ისინი სიცივემ შეიპყრო. ისევ გემზე დაბრუნებულებმა "Ourang Medan"-ის პორტში გადაყვანა გადაწყვიტეს, მაგრამ როგორც კი მათ გემზე საბუქსირე თოკი დაამაგრეს, გემიდან კვამლი ამოვიდა.


image


რამდენიმე წუთში ის აფეთქდა და ფსკერზე დაეშვა, წაიღო რა თან მთელი თავისი საიდუმლოებები. რა საშინელების შესწრე გახდა ეკიპაჟი? ზოგის აზრით ეს ყოველივე პარანორმალური არსებების ნამოქმედარი იყო. შესაძლოა გემს თავს მეკობრეების ბანდა ან უცხოპლანეტელები დაესხნენ. ბევრი ვარაუდობს, რომ ჰოლანდიურ გემს, რომელსაც ციანიდისა და ნიტროგლიცერინის სახით სახიფათო მასალები გადაჰქონდა, შესაძლოა ზღვის წყალთან შესულიყო რეაქციაში რამაც ტოქსიკური აირების გათავისუფლება და ეკიპაჟის მოწამვლა გამოიწვია, ნიტროგლიცერინი კი აფეთქების გამომწვევ მიზეზად იქცა, ან იქნებ ბოილერის განყოფილებაში გაჩნდა პრობლემები და ნახშირბადის მონოქსიდმა ეკიპაჟის წევრების სიკვდილი გამოიწვია? ხანძარმა კი გემი გაანადგურა. ყველაზე შემაშფოთებელი კი ის ფაქტია, რომ გემის სარეგისტრაციო ჩანაწერები არ არსებობს, და საერთოდ, არსებობდა კი რეალურად ხომალდი "OURANG MEDAN"-ი თუ ეს ყოველივე მეზღვაურის მიერ შეთხზული ამბავია? ვინ იცის....












0
1069
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1069