x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
ავსტრალიაში საგზაო მონიშვნებს ინოვაციური მეთოდით აკეთებენ ისე, რომ სიბნელეში ანათებდეს

image



"Glow In The Dark" ასე ჰქვია პროგრამას, რომელსაც ავსტრალიის მთავრობა 245 მილიონი აშშ დოლარად, ვიქტორიას შტატში ახორციელებს საგზაო უსაფრთხოებისთვის. ქართულად შეიძლება ვთარგნოთ, როგორც - "ბზინვარება სიბნელეში".


image



პროგრამა მოიცავს რამდენიმე ინოვაციურ ახალ ტექნიკას მძღოლების, ველოსიპედისტებისა და ფეხით მოსიარულეთათვის.



მისი ყველაზე საინტერესო ნაწილი ისაა, რომ გზები უნდა მონიშნონ ფოტოლუმინესცენტური საღებავით, რათა სიბნელეში ანათებდეს.


სპეციალური საფარის წყალობით, რომელსაც თეთრ ზოლზე ზევიდან ხატავენ, ღამის გზაზე ძალიან მკვეთრად ჩანს მონიშვნები, დღისით კი ჩვეულებრივია, მომწვანო ფერით.



image

ფოტო|: Tarmac Linemarking

image

image



ვიქტორიას შტატის თანახმად, საგზაო მონიშვნის ეს ინოვაცია მძღოლებს განსაკუთრებით მოსახვევებსა და გზაჯვარედინებზე დაეხმარება. მას ვიქტორიაში მდებარე კომპანია Tarmac Linemarking-ი ახორციელებს.


Tarmac Linemarking-ში ამბობენ, რომ ახალი ტექნოლოგია მომავლში გამორჩეული პროდუქტი იქნება ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედის ბილიკებისთვის, გზებისთვის, ნავების პანდუსებისთვის და მრავალი სხვა აპლიკაციისთვის და იმედოვნებენ, რომ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება.


image



რას ფიქრობთ, რამდენად მოსახერხებელი იქნება თქვენთვის და ისურვებდით თუ არა საქართველოშიც გაკეთდეს მსგავსი?




1
164
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
164
  
0 1 1