x
მეტი
  • 09.12.2021
  • სტატია:115498
  • ვიდეო:352861
  • სურათი:489386
ატომზე უარესი იარაღი? მითი თუ რეალობა?!
imageსანამ “დღევანდელ" სენსაციაზე გადავიდოდე, მინდა რამოდენიმე იარაღზე შევაჩერო თქვენი ყურადღება. ძირითადად, ისეთ იარაღებს, რომლებიც მიმართულია არა ინდივიდუალური, არამედ მასობრივი განადგურებისკენ და რომლის ეპიცენტრის მართვაც პრაქტიკულად შეუძლებელია, უყოყმანოდ კრძალავენ ხოლმე. რაღათქმაუნდა ბირთვული იარაღიც მათ შორისაა, თუმცა გარდა ატომისა, ჩამონათვალში უამრავი ქიმიური თუ ბიოლოგიური იარაღია. მაგალითად ზარინი, BZ, LSD და ასე შემდეგ.. ეს სამი ქიმიური იარაღი სპეციალურად გამოვყავი დანარჩენებისგან და სანამ “უახლეს" კულმინაციაზე გადავიდოდე, ჯერ ამ სამ დასახელებაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.

ზარინი - უფერო, უსუნო აირი. არასუფთა სახით მოიპოვება შამპანურის ქარხნებშიც კი, თუმცა მისი სუფთა სახით გამოყოფის შემდეგ, მისი თხევად მასად წარმოდგენის შემთხვევაში, ერთი სუფრის კოვზის ოდენ აირს თუ სათანადოდ შევჭურვავთ და გავხსნით ჰაერში, 4 წუთის განმავლობაში შეუძლია ერთი მჭიდროდ დასახლებული უბნის სრული ლიკვიდირება. მისი ერთი შესუნთქვაც კი საკმარისია და ადამიანს მხოლოდ 3-4 წუთიღა შეუძლია სიცოცხლე.

BZ 038 - უფერო, უსუნო აირი. ხასიათდება ფსიქოტროპული ზემოქმედებით. მისი შესუნთქვის შემთხვევაში ადამიანი 4 დღეღამის განმავლობაში კარგავს თვითკონტროლის საშუალებას. სამხედრო დანაყოფში ისადგურებს ქაოსი და პანიკა. შეუძლიათ უაზროდ ხოცონ ერთმანეთი, სანამ ვინმე ფსევდო “მბრძანებელი" არ გამოუჩნდებათ და მოიპოვებს მათ ერთგულ მორჩილებას. ამის შემდეგ ისინი ნებისმიერ ბრძანებას უყოყმანოდ და გაუცნობიერებლად ასრულებენ. დახმარების საშუალება კი მხოლოდ ერთია - ბიზეტის მოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი, ხეზე უნდა მიაბა 4 დღის განმავლობაში, რომ არაფერი ჩაიდინოს. თუ ეს შეძელი რათქმაუნდა ))

LSD - ის ახლა ნარკოტიკულ საშუალებად გამოიყენება, ოდესღაც კი ქიმიურ იარაღად შექმნეს. მისი მოქმედების ფაზა, ადამიანის ფსიქიკურ კრიზს - ფსიქოზს მოგვაგონებს. მისი გამომგონებელი, რომელიც საწყის ცდებს ვირთხებზე ატარებდა, შემთხვევით თვითონ მოიწამლა და ლაბორატორიის IV სართულის ფანჯრიდან გადმოხტა, გადმოხტომამდე კი კორიდორში დარბოდა ყვირილით - ვირთხები ხმლებით მომდევენო. ადამიანებზე პირველი ცდის მსხვერპლნი კი სამხედრო ტყვეები იყვნენ, რომლებიც ტბის ფსკერზე ხედავდნენ საკუთარ თავს მიჯაჭვულს, საშველად გადახტნენ და ორივე მათგანი დაიხრჩო. თუმცა ეს სამეული არაფერია იმასთან შედარებით რასაც ახლა გაგიმხელთ.


90-იან წლებში პენტაგონის მიერ, ვირჯინიიდან საკმაოდ მოშორებით უზარმაზარი გასაიდუმლოებული სამხედრო გარნიზონის მშენებლობამ მრავალი ამერიკელი თუ არაამერიკელი ჟურნალისტის ყურადღება მიიბყრო, თუმცაღა ამაოდ... მას შემდეგ კი სხვადასხვა დროს მკვლევარები, მოგზაურები თუ უბრალო მოქალაქეები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში უამრავი ანომალიის მოწმენი ხდებიან. არის კი ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან ურთიერთკავშირში? შესაძლებელია ასეც არის, თუ “ანონიმური პროფესორის" ლეგენდას დავეყრდნობით, რომელიც თავს “საიდუმლო ბაზის" ყოფილ მუშაკად ასახელებს და იუწყება გენური ინჟინერიის მიღწევების შესახებ. მისი თქმით უამრავი მეცნიერის ღვაწლის შედეგად, ხდება ჯერ კიდევ არნახული “ცხოველების" ჯიშების ხელოვნური მოდიფიკაცია, რომლებიც მსოფლიოში უპრეცენდენტო, საუკეთესო იარაღად უნდა იქცნენ. ერთ-ერთ ექსპერიმენტს კი საუკეთესო ჯარისკაცებისგან შემდგარი ქვედანაყოფიც შესწირვია, რომელთაც წვრთნის სახით ბრძანება მიიღეს ერთ-ერთი ასეთი ცხოველის ლიკვიდაციისა პატარა კუნძულზე. თუმცა ცოცხალი მხოლოდ ცხოველი გადარჩა. ამ ფაქტმა ძალიან დამაფიქრა და გამახსენდა ყველა ის სამოყვარულო კამერით გადაღებული ანომალიები, რომლებიც ქალთევზას, ადამიანისთავიან გველს თუ უბრალოდ ჯერ კიდევ არნახულ ცხოველებს ასახავდნენ. არის კი ეს ფაქტები ერთმანეთთან ურთიერთკავშირში? იქნებ ეს “არსებები" უბრალოდ ის გამოუდეგარი მუტაციებია, რომლებიც თავიდან მოიშორეს და “ცოცხალი იარაღის" დახვეწა დღითი-დღე გრძელდება? განსჯის პრეროგატივა თქვენთვის დამითმია, მე კი მხოლოდ კითხვის ნიშნებზე შევჩერდები.

11
5859
11-ს მოსწონს
ავტორი:Mystery Gryphon
Mystery Gryphon
5859
  
2016, 16 მაისი, 12:01
ძალიან საინტერესოა მაგრამ ცვენ ისედაც გაღიზიანებულ მოსახლეობას ესე დეტალურად ნუ ავუღწერთ ქიმიურ შემადგენლობებს თორე ვინმეს სეილება გადაუბრუნდეს და რამე მოჩორთოს :D
2013, 6 ივნისი, 20:00
მთლად გამოსირდნენ ეს პროფესორები და მთავრობა .
2013, 4 მარტი, 22:03
ოოოხ ეს ამერიკელებიიიი
2013, 8 იანვარი, 13:08
არაფერი არაა გამორიცხული. ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი რომ ყოველთვის უკმაყოფილების შეგრძნებაა აქვს. ამას არაუშავს თუ შენს კეთილდგეობაზე ფიქრობ, მაგრამ არიან ისეთებიც ვინც ამოუხსნელის ამოხსნას ცდილობენ და სულ უფრო მეტი და მეტი უნდათ რომ იცოდნენ, მეტი შექმნან, მიაღწიონ, გამოიკვლიონ... ერთი ანდაზა გამახსენდა: "თაგვმა თხარა, თხარაო კატა გამოთხარაო" ეგენი ერთ დღესაც იმდენს იზამენ რომაა... :D:D
2012, 12 ნოემბერი, 0:49
გამისკდა გული რა წესიაა:D:D
2012, 15 ოქტომბერი, 20:05
ო ო ++
2012, 5 ოქტომბერი, 22:12
ჰოო:D:D
2012, 5 ოქტომბერი, 21:33
ხო, მაგაზე მეც ვიხალისე :D პრიკოლნი სიკვდილია ))
2012, 5 ოქტომბერი, 21:26
ისეე ერთ ადგილას გამეღიმა " ვირთხები ხმლებით მომდევენო":D:D:D
2012, 5 ოქტომბერი, 21:26
კაი სტატია იყო მარა ფოტოებიც რო დაგედო იმენა დაგლიჯავდა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10