საზოგადოება 10 დაუჯერებელი ფაქტი ტიტანიკის შესახებ 2023, 17 მარტი, 13:12
იხილეთ 10 დაუჯერებელი ფაქტი ტიტანიკის შესახებ:
1.ტიტანიკის ნარჩენები კატასტროფიდან 73 წლის შემდეგ იპოვეს.
2.ასიბერგმა, რომელსაც გემი შეეჯახა, ოკეანეში მოძრაობა 2 ათასი წლის წინ დაიწყო.
3. "ტიტანიკის" ბორტზე ერთ იაპონელი იმყოფებოდა, რომელიც სიკვდილის გადაურჩა. როდესაც სახლში უვნებლად დაბრუნდა, განაცხადა, რომ მას ქუჩაში გასვლა და ხალხისთვის თვალის გასწორება არ შეეძლო, რადგან რცხვენოდა იმის, რომ გადარჩა. „უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, მეც დანარჩენებთან ერთად მოვკვდებოდი“ - განუცხადა ჟურნალისტებს. 4.ფილმის ერთერთი ყველაზე ემოციური სცენა რეალურად მოხდა. გემის ჩაძირვის ბოლო წუთამდე, მევიოლინეთა გუნდი დაკვრას განაგრძობდა. 5.შოკოლადების იმპერიის დამაარსებელი, მილტონ ჰერშს, გემის ბილეთები ნაყიდი ჰქონდა და გამგზავრება რამდენიმე წუთით ადრე გადაიფიქრა. აუხსნელი მიზეზებით, მილტონი გემიდან ისე ჩავიდა, რომ საკუთარი ბარგიც კი არ წაუღია. 6.გემზე ყველაზე ძვირიანი ბილეთი 100 000 დოლარი ღირდა. 7."ტიტანიკის" გარდა ისტორიაში არცერთი გემი არ ჩაძირულა აისბერგთან შეჯახების გამო. 8.არსებობს ვერსია, რომ "ტიტანიკის" ჩაძირვის მთავარი მიზეზი ყინულის მირაჟის ეფექტი იყო, რომელიც ნამდვილი აისბერგის რეალურ ვიზუალს ფარავდა, რამაც გამოიწვია ის, რომ დროზე ვერ მოხერხდა კაპიტნის გაფრთხილება. ამასვე ჰყვებიან გადარჩენილები, რომლებმაც იმ ღამეს ვარსკვლავების უჩვეულოდ მკვეთრი ნათება ნახეს. 9."ტიტანიკის" მთავარ მზარეულს A la Carte იმდენი ალკოჰოლი ჰქონდა დალეული, რომ ატლანტიკის ოკეანის გაუსაძლის სიცივეს 2 საათი გაუძლო. 10."ტიტანიკის" 4 მილიდან მხოლოდ სამი მუშაობდა. მეოთხე დეკორის ნაწილი იყო. 138 2-ს მოსწონს
|