x
5 ფაქტი ვახტანგ გორგასალზე
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92_I_%E1%

იხილეთ 5 ფაქტი ვახტანგ გორგასალზე:

1.მეფე ვახტანგის დროს აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ცენტრი რანი იყო. მისი მმართველი კი მისი ბიძა ვარაზ-ბაკური. ის მეფეს ოსებთან ბრძოლაში 12000 მეომრით დაეხმარა.

2.მეფე ვახტანგზე “ქართლის ცხოვრებაში" წერია: მან [ვახტანგმა] ქართლის ყველა მეფეზე მეტად სიყრმეშივე შეიყვარა ქრისტეს რჯული.


3.ვახტანგ გორგასალი მოღვაწეობდა V საუკუნის მეორე ნახევარში. ის იყო ხოსროიანთა დინასტიის ჩამომავალი. მისი მამა იყო მეფე მირდატი, ხოლო დედა
საგდუხტი. როდესაც მეფე მირდატი გარდაიცვალა, ვახტანგი მცირეწლოვანი იყო მხოლოდ და მხოლოდ 7 წლის.

4.ოსეთზე ლაშქრობის დროს ვახტანგს ბევრი მმართველი ეზმარებოდა, მათ შორის იყვნენ კავკასიელი მეფეები, რომლებმაც ბრძოლაში 50000 მხედარი გაიყვანეს.

5.ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს უდიდესი მოვლენა იყო საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვება. ამ ფაქტს წინ უძღოდა კონფლიქტი მეფესა და მთავარეპისკოპოს მიქაელს შორის. შუა აზიასა და ინდოეთის ლაშქრობებიდან დაბრუნებულ ვახტანგს მიქაელმა ქრისტიანობის უარყოფა დასწამა. მეფემ უარყო აბსურდული ბარალდება და თავის მხრივ მთავარეპისკოპოსი ”ვერცხლისმოყვარეობაში” დაადანაშაულა. მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა გაეწმინდა ეკლესიები უღირსი და მეფის მოწინააღმდეგე პირებისაგან. მიქაელი ამის წინააღმდეგ გამოვიდა და სავარაუდოდ, კონფლიქტის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო. ვახტანგი პირადად მივიდა მთავარეპისკოპოსთან კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ მთავარეპისკოპოსმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როდესაც მას მეფე კურთხევის მისაღებად მიუახლოვდა, მიქაელმა ფეხი მოუქნია და კბილებში სცა. ვახტანგს წინა კბილი ჩაემტვრა და სისხლი წარსდინდა. განრისხებული მეფის ბრძანებით მიქაელი კონსტანინოპოლის პატრიარქთან დასასჯელად გააგზავნეს, ხოლო საქართველოს ეკლესიის მეთაურად (კათალიკოსად) ბიზანტიის იმპერატორს, პეტრეს, კურთხევა სთხოვა.

0
309
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0