x
8 დაუჯერებელი ფაქტი თამარ მეფეზე
8 დაუჯერებელი ფაქტი თამარ მეფეზე

იხილეთ 8 დაუჯერებელი ფაქტი თამარ მეფეზე:

1.წყაროთა ჩვენებით, თამარს “ტანი ზომიერი" ჰქონია, ზომიერება" აქ პროპორციულობას, ტანადობას ნიშნავს.მეფის ტანადობა თვალსაჩინოდაა ასახული გელათის დაზიანებულ ფრესკაზე, რომელშიც თამარი საიმპერატორო ბისონშია გამოწყობილი, გამოყვანილი წელითა და მოხდენილი აგებულებით.
პირისახე დედოფალს თეთრი ჰქონია, მაგრამ ღაწვები ვარდისფრად შეფაკლული (“ღაწუთა ვარდებრივ ფეროვნება", “ღაწუნი ვარდოვანნი"), იგივეს უნდა გულისხმობდეს ჩახრუხაძეც (“ღაწვმწყაზარი").

2.ლაღი დედოფლის ინიციატივით ეწყობოდა ჭაბუკთა ასპარეზობები, რომელსაც, დაახლოებით ისეთი ადგილი ეკავა ამ პერიოდის საზოგადოებაში, როგორიც დღეს სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობებს. წყაროებში ასახულია მეფისაგან მოწყობილი ერთ-ერთი დიდი ასპარეზობა ქართველ და სპარსელ მოასპარეზეებს შორის, რომელიც თამარის ყმათა გამარჯვებით დასრულდა. თამარის მოასპარეზეების სახელი შორს იყო გავარდნილი, ეგვიპტური მუსლიმური თხზულება “ალ ჰიმმა" შენიშნავს, რომ თამარის ყმები საუკეთესო მოასპარეზეები იყვნენ.


3. თამარი იყო მიწების მფლობელი შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, სპერიდან დერბენდამდე და მთელი კავკასია ხაზარიამდე და სკვითამდე.

4.თამარი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად რუს პრინც იურიზე, რომელსაც გაშორდა და ქვეყნიდან გააძევა. მეორედ დაქორწინდა ალან პრინც დევიდ სოსლანზე.

5.დღემდე შემორჩენილია თამარის მხოლოდ ოთხი ფრესკა: ვარძიის გამოქვაბულში, ბეთანიაში, ყინწვისისა და ბერთუბნის მონასტრებში.

6.როდესაც მუსლიმი მმართველი, ამირ მირმანი, საქართველოში ჩამოვიდა და თამარის შვიდივე სამეფოს “აბჯარკეთილი ლაშქარი", შემდეგ კი თავად დედოფალი იხილა ღვთაებრივ დიდებაში, დაზაფრულმა და დაბნედილმა ამოილუღლუღა, რომ “აბხაზისა და თბილისის ფადაშაჰ" თამარის სწორი არც ძველ და არც ახალ წიგნებში არავინ ეწერა.

7.ის ერთდროულად იყო დედოფალიც და მეფეც, მეტიც, მეფეთ-მეფე და იმპერატორი. სიგელ-გუჯრებს იგი ხელს აწერდა, როგორც თუით მპყრობელი, ფლობით მპყრობელი, რაც ბიზანტიური ავტოკრატორის ანუ იმპერატორის ქართული შესატყვისია.

8.გარდაცვალების წინ ასე ილოცა: “ქრისტე, მხოლოო ღმერთო ჩემო, მარადიულო მეფეო ცისა და მიწისა, შენ გავედრებ ამ ქვეყანას - საქართველოს, რომელიც შენ მარწმუნე და ამ ერს, შენი სისხლით გამოსყიდულს და ჩემს შვილებს, და მერე ჩემს სულს".
მსგავსი შინაარსის ტექსტი უჩვეულოა შუა საუკუნეებისათვის, მეფე სახელმწიფოსთან საკუთარ თავს არ აიგივებს ! მეტიც, მისთვის ეს ერი ქრისტეს სისხლითაა გამოსყიდული, თვითონ კი მხოლოდ მის მნედაა დადგენილი.

0
362
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0