x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
მონსტრები თუ ჩვეულებრივი ადამიანები? – მესამე რაიხის ყოველდღიურობა (20 ფოტო)

ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება... ახალმა სახელმწიფო რეჟიმმა, შეიძლება პოლიტიკა აწარმოოს, რომლის გამოც, ბევრი დაზარალდება. მაგრამ ამავდროულად, ის ადამიანები, რომლებსაც რეჟიმი არ ეხება, ჩვეულებრივ აგრძელებენ ცხოვრებას.

ვიდრე ნაცისტები ებრაელებს და მათთან ერთად, "მეორე ხარისხის" ადამიანებს (ჰომოსექსუალები, უნარ შეზღუდულები, გენეტიკური დაავადების მქონენი და სხვა) დევნიდნენ, ბევრი გერმანელი, ყოველდღიურ ცხოვრებაში, განსაკუთრებულ ცვლილებას ვერც კი ამჩნევდა: ბავშვები სკოლებში დადიოდნენ, სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში, ეწერებოდნენ სხვადასხვა წრეებში, ხალხი მუშაობას, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა, დადიოდნენ მაღაზიებში, კინოში…


image


მოკლედ, ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პერიოდის ფონზე, ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ხოლო, როდესაც ომი დაიწყო, ნგრევა და ძალადობა ყველას შეეხო — მაგრამ, მაშინაც კი, სამოქალაქო ცხოვრება, გერმანიის ქალაქებში, არ შეჩერებულა.
ამ ფოტოებზე ნაჩვენებია, თუ როგორი იყო «ნორმალური ცხოვრება» ნაცისტურ გერმანიაში.



1. მოსწავლეები მასწავლებელს ესალმებიან. ბერლინი, 1934 წ.image



2. მოხალისეები საშობაო შემოწირულებებს აგროვებენ ღარიბებისთვის. ბერლინი, 1935 წ.image



3. ბავშვებს ბერლინიდან ევაკუაციაში გზავნიან. 1940-1945 წწ.image



4. გერმანელი გოგონების კავშირის წარმომადგენლები ვარჯიშობენ. 1941 წ.image



5. გერმანელი ბავშვები გეოგრაფიის გაკვეთილზე, ნაცისტურ სკოლაში. სილეზია (პოლონეთი), 1940 წ.image



6. პატარა ჰიტლერელები აირწინაღებით, თოკის გადაქაჩვას ცდილობენ. ვორმსი (გერმანია), 1933 წ.image



7. ადოლფ ჰიტლერის პორტრეტების არიგებენ, ბინებში ჩამოსაკიდებლად. მიგრანტების ბანაკი ლუბლინში (პოლონეთი), 1940 წ.image



8. ახალგაზრდა ჰიტლერელები ლაშქრობაზე. ადგილი უცნობია, 1933 წ.image



9. გამვლელები კითხულობენ პროპაგანდისტულ სტენდს სათაურით «ებრაელები — ჩვენი უბედურებაა». ვორმსი, 1933 წ.image



10. იმპერიული შრომის სამსახურის წევრები, სადაც 6 თვით, ყველა ახალგაზრდას იწვევდნენ. 1940 წ.image



11. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები შონბრუნის ფსიქიატრიულ კლინიკაში. 1934 წ. თავიდან, განვითარების შეფერხების მქონე ყველა ბავშვი, იძულებით სტერილიზაციას უტარებდნენ. მოგვიანებით, მათაც და ფსიქიკური დაავადების მქონე პირებს ფიზიკურად ანადგურებდნენ.image



12. ოჯახი აღფრთოვანებით უყურებს ბიჭუნას, რომელიც ახალგაზრდა ჰიტლერელიც სამოსშია გამოწყობილი. 1943 წ.image



13. გერმანელი გოგონების კავშირის აქტივისტები სამზარეულოში მორიგეობენ. ბერლინი თარიღი უცნობია.image



14. SS–ლის ქორწინება. 1942 წ.image



15. "ნსდაპ"–ს წევრები წინასაარჩევნო აგიტაციას ეკლესიის კართან ატარებენ. ბერლინი, 1933 წ.image



16. რაიხის ეპისკოპოსი ლუდვიგ მიულერი, ნაცისტურ დროშაში გახვეული, ბერლინის საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოდის. 1934 წ.image



17. ებრაელების მაღაზიის ვიტრინაზე, სამხედროები ფლაერებს აკრავენ, ბოიკოტის მოწოდებით. 1933 წ.image



18. ახალშობილები «ლებენსბორნის» (სიცოცხლის წყარო) პროგრამის მიხედვით. 1941 წ.image



19. ორი ესესელი მამაკაცი ბავშვის ნათლობაზე. 1936 წ.image



20. ლაიფციგის მერმა, შურისძიების შიშით, სამსახურში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 1945 წ.image


1945 წელს ბერლინში 7000-ზე მეტი თვითმკვლელობა დაფიქსირდა, თუმცა, რეალურად, ასეთი ფაქტი უფრო მეტი იყო. მაგრამ, ომის შემდგომი პერიოდის ქაოსში, ოფიციალური სტატისტიკით მიღმა, არაერთი შემთხვევა დარჩა. ხშირ შემთხვევაში, მშობლებმა ჯერ შვილებს ხოცავდნენ, ხოლო შემდეგ, თავს იკლავდნენ. მაღალჩინოსნები და სამხედრო ჩინოვნიკები თვითმკვლელობისთვის ციანიდის კაფსულებს ან ცეცხლსასროლ იარაღს იყენებდნენ. ხოლო, რიგითი ადამიანები თავს იხრჩობდნენ, ან ფანჯრებიდან ხტებოდნენ... გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* მეცნიერებმა უძველესი ცივილიზაციების დაღუპვის მიზეზი დაასახელეს

* ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა გველი დედამიწაზე

* რაც არ უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც არ დაგვეთანხმება...

* მეგალითური ნაგებობები, ცივილიზაციის კატეგორიები და ჩვენი ადგილი რეიტინგში, განვითარების დონის მიხედვით

* რას ნანობდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ალბერტ აინშტაინი?

* დედამიწაზე ჩვენამდე გოლიათები ცხოვრობდნენ

* 25 ტატუ, რომლის გამოც, პატრონს არ შერცხვება



0
638
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
638
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0