კინო "სამი კაკალი კონკიასათვის" 50 წლისაა - საინტერესო ფაქტები 16 მარტი, 17:04 ![]() 50 წელი შეუსრულდა საკულტო ფილმ-ზღაპარს "სამი კაკალი კონკიასათვის", ფილმი, რომელზეც თაობები გაიზარდა და სამუდამოდ შეიყვარა მილიონობით მაყურებელმა. მომხიბვლელი კონკიასა და მისი არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორიას ბევრი ქვეყნის ეკრანებზე დღესაც სულმოუთქმელად ელიან, მათ შორის საქართველოშიც. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ ულამაზესი ფილმ-ზღაპარის გარშემო. *** ფილმის რეჟისორმა ვაცლავ ვორლიჩეკმა ორი ზღაპრის სიუჟეტი გააერთიანა კონკიაზე.ძმები გრიმების და ჩეხი მწერლის ბოჟენა ნემცოვის "სამი და". ნატური გადაღებები მიმდინარეობდა თვალწარმტაც შუმავაში, დასავლეთ ჩეხეთში, რომელიც ბავარიის საზღვართან მდებარეობს და მორიცბურგის ძველ ციხესიმაგრეში(საქსონია, გერმანია). ![]() *** ლიბუშე შაფრანკოვა- 19 წლის იყო, როდესაც "კონკიას" როლზე დაამტკიცეს, ეს იყო მისი დებიუტი კინოში.ფილმის გამოსვლის შემდეგ შაფრანკოვა ნამდვილი ვარსკვლავი გახდა მშობლიურ ჩეხოსლოვაკიაში, ხოლო წლების განმავლობაში იგი იყო იდეალი და მიბაძვის მაგალითი მილიონობით გოგონასთვის, მათ შორის რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირში, თანატოლი ბიჭები კი მას სიყვარულს წერილებით უხსნიდნენ. *** ლიბუშე შაფრანკოვა 2021 წლის 9 ივნისს გარდაიცვალა 68 წლის ასაკში, მსახიობი 2014 წლიდან ებრძოდა ფილტვის კიბოს. ![]() ![]() ![]() *** ზღაპრის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, მის და პაველ ტრავნიჩეკის რომანზე ალაპარაკდნენ, რომელიც ფილმში პრინცის როლს ასრულებდა. პაველმა მოგვიანებით აღიარა, რომ მას მართლაც უყვარდა ლიბუშე და თითქოს მასაც ჰქონდა მისადმი სიმპათია... თუმცა, მათი სიყვარულის ისტორია არ შედგა. ![]() *** "სამი კაკალი კონკიასათვის" ჩეხეთში მე-20 საუკუნის საუკეთესო ფილმ-ზღაპარად აღიარეს. ![]() ***2010 წლის მიწურულს ფილმის გერმანული ვერსია მთლიანად აღადგინეს -, აღმოიფხვრა დეფექტები (ნაკაწრები), გადაკეთდა Full HD-ზე და განახლდა ხმის ხარისხი. აღდგენის შემდეგ ფილმი გამოვიდა Blu-ray Disc-ზე. 216 2-ს მოსწონს
|