x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მერე ნახეთ პროცესი რა ხარისხში ავა"- რა ფოტოს ავრცელებს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრებისთვისა და თანამშრომლებისთვის ანტიამერიკული შინაარსის წიგნის "ლუციფერის მხილების" დარიგებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ზემოაღნიშნული წიგნის შემდეგ პარლამენტარებისთვის ამჯერად, ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიური ნაშრომის დარიგებას ითხოვს:


"ალფაჩურის "ლუციფერის მხილების" მერე ეს წიგნი უნდა დავურიგოთ ჩვენ პარლამენტარებს და მერე ნახეთ კანონშემოქმედებითი პროცესი რა ხარისხში ავა"- წერს ირაკლი ოქრუაშვილის "ფეისბუქის" პირად გვერდზე და დიდი გერმანელი ფილოსოფოსის, ფრიდრიხ ნიცშეს 1883-85 წლებში დაწერილი ფილოსოფიური ნოველას "ესე იტყოდა ზარატუსტრას" ფოტოს აზიარებს.


image


შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის ალექსანდრე ქოჩიაშვილის ავტორობით ანტიამერიკული შინაარსის წიგნის "ლუციფერის მხილების" დარიგება მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ ლანა გალდავამ და ირაკლი კუპრაძემ გაავრცელეს. "ლელოს" წევრების თქმით, მასზე არაა მითითებული გამომცემლობა, ტირაჟის გარეშეა გამოშვებული და მაღალი პოლიგრაფიით არის დაბეჭდილი. "სად ვართ საქართველო!!!" — დატანილია ყდაზე.


სოციალურ ქსელში გავრცელდა შიდა გვერდების ფოტოებიც, სადაც ავტორი წერს, რომ წიგნს უძღვნის "ყველა მოტყუებულს, გაძარცვულსა და განწირულს, რათა მისმა შვილებმა გაიგონ, რომ ნეოლიბერალიზმის გზით სიარული ერის თვითმკვლელობაა".

0
549
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
549