საზოგადოება რა ინფორმაციამ გააოცა უცხოელი გიდი ქართველებთან დაკავშირებით? 2023, 15 მარტი, 21:55 ინდოეთში ყოფნისას, უდაიპურისკენ მიმავალ გზაზე, გიდი შემეკითხა:
- ალბათ, ქართული ენა ინდოევროპულ ოჯახს განეკუთვნება?
- არა, ქართულ ენას თავისი, საკუთარი ოჯახი აქვს.
- რამდენი ხართ ქართველები? – მოწკურა თვალები დამცინავად.
- საქართველოში დაახლოებთ 4, 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოში ქართველები ვიქნებით ალბათ 3 მილიონი, – ვუპასუხე მე.
- და 3 მილიონ ადამიანს საკუთარი ენის ოჯახი გაქვთ? შეუძლებელია, – შეიცხადა.
- დაგუგლე სუშანტ, – ვუთხარი მე, რადგან იგი ინტერნეტს აქტიურად იყენებდა.
დაგუგლა.
არის ჩუმად.
ხმას არ იღებს...
იყურება ფანჯარაში.
კიდევ დაგუგლა.
კითხულობს...
ისევ ჩუმად იყურება ფანჯარაში.
- რაო, რა წერია? – ვერ მომითმინა გულმა.
უცბად მოტრიალდა გიჟივით:
- თითქმის მთელი ევროპის ენა ინდოევროპული ენის ოჯახს ეკუთვნის (ინდოევროპულს ხაზს უსვამდა ხოლმე) და ვინა ხართ თქვენ, ქართველები, რომ ასე მცირე ხალხს ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ?
უცებ ამიდუღდა სისხლი:
- ჩვენ, ქართველები… – აქ ჩამეხრინწა ხმა და ვეღარ ამოვიღე... თვალები ცრემლით ამევსო...
ახლა მე გავიხედე ფანჯარაში.
მანქანა მიქროდა უდაიპურისკენ და მე გულში ვიმეორებდი: „ჩვენ ქართველები“…
ავტორი: რამაზ გიგაური
![]() 134 1-ს მოსწონს
|