x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ღალატი ერთი მხრიდან წამოსული პრობლემა არაა, ანუ, მარტო ქმარი ვერ იქნება ამაში დამნაშავე
image

დაუმეგობრდით, მოუსმინეთ და თანაუგრძნეთ ... სამყარო ისეა მოწყობილი, რომ მამაკაცს ყველა პოლიგამიურ არსებად მიიჩნევს, ამიტომ ქმრის ღალატს ცოლების გარკვეული ნაწილი მშვიდად ხვდება.


საზოგადოდ კი, ქალები ასაკის შესაბამისად რეაგირებენ. მაგალითად, 25 წლამდე ასაკის გოგონებს მიაჩნიათ, რომ ღალატის პატიება არაფრით არ შეიძლება: რაკი სხვაზე გაგცვალა, არ უყვარხარ და გაყრა გარდაუვალია. 30 წელს გადაცილებული ქალები ფიქრობენ, რომ თუ ქმარმა ერთხელ გიღალატა, პატიება შეიძლება. 40 წლის ქალები ღალატს მხოლოდ ქმრის ორ ოჯახად ცხოვრებას უწოდებენ, ხოლო 50 წელს გადაცილებულები ამბობენ, რომ ღალატი მხოლოდ ის არის, თუ ქმარმა ოჯახი, შვილები მიატოვა, ყველაფერი დანარჩენი კი მამაკაცის პოლიგამიურობით აიხსნება. თუმცა ყველა აღიარებს, რომ ღალატი ნდობისთვის მიყენებული დარტყმაა.



თეონა, 34 წლის: იმდენი ფსიქოლოგი გამოდის და იმდენი იწერება იმაზე, თუ როგორ არ უნდა დავუშვათ ღალატი. ხშირად გვესმის ფრაზაც, რომ ყველა მამაკაცი მოღალატეა, მაგრამ არ დაიჯეროთ. ასე ნამდვილად არ არის. მამაკაცი, რომელიც განზე იხედება, უპირველესად, ეძებს მეგობარს, ადამიანს, რომელიც მას ისეთს მიიღებს, როგორიც არის. ცოლები კი რას ვაკეთებთ? - როგორც კი ქმარი შინ ბრუნდება, მაშინავე თავს ვატეხთ მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ ნეგატიურ ემოციას. ქალს დაფიქრება მართებს, ვისთან ერთად ცხოვრობს, რა იცის მასზე, აინტერესებს თუ არა მისი პრობლემები, თანაუგრძნობს თუ არა მას მძიმე მდგომარეობაში.



- ანუ, ქმრები იმიტომ ღალატობენ, რომ ცოლებს მათი არ ესმით?



- ღალატი ერთი მხრიდან წამოსული პრობლემა არაა. ანუ, მარტო ქმარი ვერ იქნება ამაში დამნაშავე. დაფიქრდით, როგორი ურთიერთობა გაქვთ მეუღლესთან. მთავარია, დაუმეგობრდეთ, მოუსმინოთ და თანაუგრძნოთ. პატივი უნდა სცეთ ქმრის აზრსაც. მამაკაცები არც ისე სულელები არიან, როგორც ზოგიერთ ქალს ჰგონია, ირონიას და დაცინვას, ჯობია, მოძებნოთ საერთო ინტერესები და ეცადოთ, მეტი დრო გაატაროთ ერთად.


- როცა ღალატია?! ანუ, როცა ფაქტი უკვე სახეზეა? მაშინ რას ვაკეთებთ..


- მოდი, დავინახოთ ღალატის ორი მხარე. თუ გგონიათ, რომ ქმრად გერგოთ მამაკაცთა მოდგმის ყველაზე უვარგისი წარმომადგენელი, გაიხსენეთ, რომ ყველა დიდი მამაკაცის გვერდით იდგა ჭკვიანი, ბრძენი ქალი და თუ თქვენმა ქმარმა ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწია, თქვენი „დამსახურებაც“ არის. ოღონდ ნუ დაიწყებთ მის აღზრდას და ნუ მოსთხოვთ შეუძლებელს, ნებისმიერ შემთხვევაში გვერდით დაუდექით.


- როგორ გადავიტანოთ ქმრის ღალატი. აი, თქვენ როგორ გადალახეთ ეს მტკივნეული ამბავი?


- უპირველესად, საკუთარი თავიც დავადანაშაულე. მერე დავფიქრდი, ასაიდუმლოებდა თუ არა ის საკუთარ საქციელს? - მალავდა, ანუ, ჩემს გრძნობებს უფრთხილდებოდა, ესე იგი, ჩემი დაკარგვის ეშინოდა. ეს რომ გავაცნობიერე, მერე ჩვენი ცხოვრებაც გავაანალიზე - როგორი ქმარი და მამაა, თავადაც ხომ არ მიმიძღვის ბრალი მის ღალატში-მეთქი. მივხვდი, რომ კარგი მამა და ქმარია და მიყვარს, ამიტომ ჯობდა, მეპატიებინა. თუმცა, ისიც გადავწყვიტე, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ ეს ღალატი უკანასკნელი ყოფილიყო. თუ თქვენც გული გეტკინათ ღალატით, გირჩევთ:(გააგრძელეთ კითხვა>>>)

0
95
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0