x
image
თუთიკო ბერძენა
აუტისტური სპექტრის ბავშვების განაჩენი სსრკ-ში
image



საბჭოთა კავშირი სისასტიკით უსწორდებოდა აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს და ამის არაერთი ისტორია აქვს შემონახული საბჭოთა მედიცინას. მატზე ტარდებოდა ექსპერიმენტები, ექცეოდნენ როგორც ზოოპარკის ცხოველებს, აბამდნენ და საბოლოოდ უნადგურებდნენ ფსიქიკას ბავშვებს აუტისური სპექრით. საბჭოთა ფსიქიატრია არ სცნობდა დანდობას და კეთილგანწობას ასეთი ბავშვების მიმართ, და მიიჩნევდა, რომ ისინი საზოგადოებისთ ის საშიში არსებები არიან.

რუსეთში დღესაც აუტისტ ადამიანებს ჰალოპერიდოლს უნიშნავენ და მკურნალობენ. ჰალოპერიდოლი ფსიქიატრიაში გამოიყენება შიზოფრენიული აშლილობების დროს. არცერთ ცივილიზებულ ქვეყნებში აუტისტ ადამიანებს არ ათავსებენ ფსიქიატრიულში და არავინ მკურნალობს მათ ჰალოპერიდოლით. გარდა რუსებისა.

სწორედ ევროპულმა მიდგომამ დაათბო და ადამიანური გახადა აუტისტური სპექტრის ბავშვების ყოფა.აუტისტი ბავშვი არის თითქოს ანგელოზის სული, რომელიც პირველადაა დედამიწაზე ადამიანის სახით და არ იცის, როგორ მართოს სხეული . ისინი უზომოდ თბილი და მგრძნობიარე არსებები არიან, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ

აუტიზმი — ფსიქიკის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ინდივიდს ახასიათებს ჩაკეტილი ცხოვრება და გარემო სამყაროსაგან სრული მოწყვეტა. ინდივიდი ცხოვრობს მის მიერვე შექმნილ არარეალურ სამყაროში.



აუტიზმი გონებრივი დარღვევაა რომელიც წარმოიშობა ადრეულ ასაკში და ხასიათდება საკუთარ თავში ჩაკეტვით, რომელსაც თან ახლავს რეალობისგან მოწყვეტა, სოციალური ინტერაქტიურობის შესაძლებლობის არქონა, განმეორებადი მოძრაობები და მეტყველების მოშლა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ფსიქიატრიულში მკურნალობა სჭოირდებათ, პირიქით მათ ესაჭიროებათ ღირსეული სარეაბილიტაციო ღონისძიებები და სოციუმში ადაპტაცია.
აუტისტურ სპექტრში ზოგჯერ ისეთი სახის მდგომარეობები ერთიანდება, რომელიც ბევრ ჩვენგანსაც შეიძლება ჰქონდეს და არც კი იცოდეს, რომ აუტისტური სპექტრისთვის დამახასიათებელი ტავისებურებები აქვს.
აუტისტური ბავშვების სტიგმატიზება სსრკ-ს ერთ-ერთი ყველაზე ნიშანდობლივი მოვლენა იყო.

0
193
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0